ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში უფროსი შვილის ცეკვის კადრებს აქვეყნებს. ოლივია სამეჯლისო ცეკვებზე დადის და ძალიან უყვარს. დედის გარდა, უმცროსი ძმა ადამიც გულშემატკივრობს პატარა მოცეკვავეს.
ქეთა თოფურიას სამი შვილი ჰყავს. ოლივია პირველ მეუღლესთან ქორწინებაში შეეძინა, უმცროსი ქალ-ვაჟი კი - ლევ დენგოვთან.