დღევანდელ მსოფლიოში მოზარდები ხშირად განიცდიან ქრონიკულ უძილობას. ამის მიზეზია როგორც გადატვირთული სასწავლო გრაფიკი, ასევე ტელეფონებსა და გაჯეტებთან გატარებული ჭარბი დრო, ან პასიური სოციალური ცხოვრება. ბევრისთვის ეს უკანასკნელი მხოლოდ დაღლილობასა და ხასიათის გაფუჭებას უკავშირდება, მაგრამ სინამდვილეში შედეგები გაცილებით სერიოზულია.
ძილის ნაკლებობა პირდაპირ მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე. რადგან ორგანიზმი კვლავ ზრდის პროცესშია, განსაკუთრებით კი ტვინი, რომელიც სრულად ყალიბდება 21 წლის ასაკისთვის, ძილი მისი ჯანსაღი ფუნქციონირების აუცილებელი ნაწილია. ღამის არასაკმარისი დასვენება იწვევს ყურადღების დაქვეითებას, აკადემიური შედეგების გაუარესებას, გაღიზიანებას, შფოთვას და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, რაც საბოლოოდ ორგანიზმს ზედმეტ წონამდეც მიიყვანს.
იმისთვის, რომ მოზარდი თავს ენერგიულად და კარგად გრძნობდეს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ყოველდღიურად მინიმუმ 8 საათი ძილი. სპეციალისტები რეკომენდაციას აძლევენ უფრო მეტსაც – 10-11 საათს. თუმცა, თანამედროვე ცხოვრებაში ასეთი რეჟიმის დაცვა მარტივი არ არის. მიუხედავად ამისა, სასურველია, მშობლებმა და თავად მოზარდებმა მაინც იფიქრონ ოპტიმალური რეჟიმის დამყარებაზე. მაგალითად, თუ ბავშვი დილით სკოლისთვის უნდა ადგეს 8 საათზე, საუკეთესოა, რომ ძილისთვის არაუგვიანეს 22:00 საათზე დაწვეს.
სრულფასოვანი ძილი არა მხოლოდ სხეულის ფიზიკური ძალების აღდგენის საშუალებაა, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის, სწავლის უნარისა და ემოციური სტაბილურობის გარანტიც. ამიტომაც, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ბავშვის საკმარისი ძილი აუცილებლად უნდა ეზრუნველჰყოთ.