"გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ოჯა­ხის შექ­მნა "ად­რე­ულ ასაკ­ში" არ არის კარ­გი... პი­რა­დად მე, ამა­ზე სწო­რი ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი მიქ­ნია" - რას ამბობს ლევან ვასაძის ქალიშვილი? - მშობლები

"გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ოჯა­ხის შექ­მნა "ად­რე­ულ ასაკ­ში" არ არის კარ­გი... პი­რა­დად მე, ამა­ზე სწო­რი ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი მიქ­ნია" - რას ამბობს ლევან ვასაძის ქალიშვილი?

2025-10-02 14:15:57+04:00

ლევან ვასაძის ქალიშვილი, 22 წლის მოცეკვავე და მოდელი თათა ვასაძე აპრილის ბოლოს გახდა დედა. მას და ბათა ზედგინიძეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ნინა დაარქვეს. თათა და ბათა ერთად ზრდიან ქალიშვილს, რომელიც ცოტა ხნის წინ მონათლეს.

tata42-1759401565.jpg

gakristianebas-gilocav-chemo-siqvarulo1406-1759401608.2025 (2).jpg

თათა ორსულობის პერიოდშიც აქტიური იყო სოციალურ ქსელში და ახლაც, როგორც ახალბედა დედა, საკმაოდ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და ვიდეოებს პატარა ნინასთან ერთად.

tata34-1759401565.jpg

tataad-5-1759401980.jpg

ამჯერად თათამ სოციალურ ქსელში ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნაზე ისაუბრა. ცნობისათვის, თავად 21 წლისა გათხოვდა.

"ამ საუკუნეში ჩვენ გვეუბნებიან, რომ ოჯახის შექმნა "ადრეულ ასაკში" არ არის კარგი, ამას ისე ამბობენ, არც ფიქრობენ ჭეშმარიტი სიყვარული ფიგურირებს თუ არა ახალგაზრდების ამ გადაწყვეტილებაში. გვაშინებენ, რომ ოჯახის შექმნის მერე აღარ გვექნება თავისუფლება და ვერ მოვასწრებთ "ჩვენს გემოზე" ცხოვრებას. პირადად მე, ამაზე სწორი ცხოვრებაში არაფერი მიქნია, ასეთი ბედნიერიც არასდროს ვყოფილვარ. ყველა ახალგაზრდა გოგოს ვუსურვებ ამ ბედნიერების რაც შეიძლება მალე პოვნას. რა არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ეს გადაწონოს?“

ცნობილი ბიზნესმენის ქალიშვილი ოჯახური კომპანიის - "სამოსელი პირველის" მოდელიცაა და ქორწილშიც მას და მის მეჯვარეებს სამოსელის კაბები ეცვათ.

461827052-450282274361405-8738997768772964374-n-1746037918-1759401565.jpg75244403-131390371183053-6941707812150760745-n-1746037918-1759401564.jpgtata1-1759401565.jpg

თათა ლევან ვასაძის მრავალშვილიანი ოჯახის პირველი ქალიშვილია. ლევან ვასაძეს და ნინო დურგლიშვილს რვა შვილი ჰყავს.

481776524-3028010724017448-2886341848086172036-n-1759401565.jpg