სექტემბერი ქორწილებით დახუნძლული თვე გამოდგა. თვის ბოლოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქეთი ხადურისა და გიორგი ხვისტანის ქორწილი გამოდგა. გამორჩეული იმიტომ, რომ ქეთი "სუხიშვილების" მოცეკვავეა და ქორწილი ნამდვილ კონცერტად იქცა. კადრები თავად ქეთიმ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. გუშინ კი მეუღლესთან ერთად გადაღებული საქორწინო ფოტოსესიიდან მორიგი მომენტები გაუზიარა გამომწერებს.