სოსო პავლიაშვილის ემოციური მილოცვა დედას და მოსკოვური ცხოვრება 16 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად - მშობლები

სოსო პავლიაშვილის ემოციური მილოცვა დედას და მოსკოვური ცხოვრება 16 წლით უმცროს მეუღლესთან ერთად

2025-10-03 13:56:22+04:00

მომღერალი სოსო პავლიაშვილი დედას, აზა პავლიაშვილს, დაბადების დღეს ულოცავს. "ბედნიერი ვარ, რომ შენი შვილი ვარ, ძვირფასო დედიკო. მადლობა იმ ბედნიერებისთვის, რასაც სიცოცხლე ჰქვია, მზრუნველობისთვის და ლოცვებისთვის. დიდხანს იცოცხლე. გილოცავ დაბადების დღეს. შენი "დედიკოს ბიჭი", შენი სოსო..." - წერს პავლიაშვილი სოციალურ ქსელში.

553967135-1332941748183981-11369043919851173-n-1759487117.jpg

მომღერალი 1990 წლიდან რუსეთში საქმიანობს. 20 წელზე მეტია 16 წლით უმცროს, მოცეკვავე ირინა პატლახთან ერთად ცხოვრობს, რომელმაც მომღერალს ორი ქალიშვილი გაუჩინა. ოფიციალურად კი 5 წლის წინ იქორწინეს და ჯვარიც დაიწერეს.

received_160668418728549.jpeg

received_476107100456700.jpeg

"რამდენიმე დღის წინ ღვთის შეწევნით დავიწერეთ ჯვარი. სურვილი დიდი ხანია გვქონდა, მაგრამ ნელ-ნელა უნდა მიხვიდე სასურველი მიზნისკენ. მღვდელმა აიღო ყველაფერი თავის თავზე და ყველაზე მეტადაც ნერვიულობდა. ჩვენ ტელეხიდი გავაკეთეთ საქართველოსთან და მაშინვე ჭიქები ღვინით შევავსეთ", - ჰყვებოდა სოსო. ცერემონიას ესწრებოდნენ სოსო ქალიშვილები და უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან - ლევანი, რომელიც ბოლო წლებია, რუსეთში ცხოვრობს მამასთან ერთად, იქვე მიიღო განათლება და იქვე, ძირითადად, მამასთან ერთად მუშაობს და დგას მასთან ერთადვე სცენაზე.

received_223489282667121.jpeg

ცოლ-ქმარი ჯვრისწერის შემდეგ ქალაქგარეთ აგარაკზე წავიდა. "ეს სახლი ჩვენით გავაკეთეთ. ლამაზი გამოვიდა და ისე გამოიყურება, თითქოს უკვე 100 წელია იქ ვცხოვრობთ. ძველი თბილისის და რაღაც ხმელთაუაზღვისპირულის ნაზავია".

cfacdx52v154shnohtx6-50216-1710180774-1755284320-1-1759486417.jpg

d98557234df0701fbb5814df5b508952-50266-1710181038-1759487523.jpg

download-1-1759486441.png

სოსო პავლიაშვილი თავისი საოცნებო სასახლის ეზოდან ვიდეოს აქვეყნებს - ამ სახლისთვის 30 წელი ვაგროვებდი ფულს...

სოსოს პირველი მეუღლე ნინო უჩანეიშვილი თბილისში ცხოვრობს. მასთან დარღვეულ ქორწინებასა და მისთვის ღალატზე მომღერალმა საჯაროდაც ისაუბრა. ნინო უჩანეიშვილი მან კონსერვატორიაში სწავლის დროს გაიცნო. სოსო ვიოლინოზე უკრავდა, ნინო - ფორტეპიანოზე. მალე შვილიც შეეძინათ.18 წელს გასტანა ამ ქორწინებამ და 2003 წელს წყვილი ოფიციალურად დაშორდა, თუმცა ამბობენ, რომ მანამდეც აღარ იყვნენ ერთად. მათ ურთიერთობაში ბზარი სწორედ ღალატმა გააჩინა, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას მერე, რაც სოსო საქართველოდან რუსეთში კარიერის ასაწყობად ჩავიდა. სწორედ იმ პერიოდში ჰქონდა რომანი რუს მომღერალ ირინა პონაროვსკაიასთან, რაზეც იმდროინდელი პრესაც წერდა და იმასაც ამბობდნენ, რომ სწორედ ირინა დაეხმარა რუსულ ესტრადაზე დამკვიდრებაში.

"ქალებში დიდი პოპულარობით ვსარგებლობდი იმ წლებში. ეს ბედია... ნინოს შვილი უნდა გაეჩინა ჩემთვის, ვაჟი ლევანი. და გამიჩინა. უსაზღვროდ გამაბედნიერა. ნინო კეთილი, ემოციური და კაშკაშა ადამიანია, იუმორის გრძნობით... მე მას ვღალატობდი. ამას ვაცნობიერებ და პატიებას ვთხოვ ღმერთს იმ ტკივილისთვის, რაც ნინოს მივაყენე. როგორც მამაკაცი, ამას ვაღიარებ. დამნაშავე ვიყავი... უამრავი ულამაზესი ქალი სითბოთი მეპყრობოდა..." - განაცხადა მომღერალმა.

levanpavliashvilidedastan-45766-1759486696.jpg

წყვილის დაშორების შემდეგ ნინო არ გათხოვილა და არც კარიერაზე უფიქრია, შვილის აღზრდას მიუძღვნა წლები. დღეს ყოფილი ცოლ-ქმარი მეგობრობს და მათი ვაჟი ლევანი ორივე მშობელთან დიდ დროს ატარებს, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უფრო ხშირად მამასთანაა.

"15 წლის ასაკიდან ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლა მოსკოვში გამეგრძელებინა. 2002 წელს გადმომიყვანეს მოსკოვში. აქ სუვოროვის სასწავლებელში ვისწავლე. მოსკოვში ჩამოსვლისას, ერთადერთი პრობლემა მქონდა რომ რუსული არ ვიცოდი. აქაური მეგობრების დახმარებით ვისწავლე. სოსო ძალიან სამართლიანია, მომთხოვნია და მკაცრი, როცა საჭიროა და ასეც უნდა იყოს. საერთოდ სოსო მოსიყვარულე ადამიანია. ვამაყობ, რომ მისი შვილი ვარ, დიახ, მეამაყება რომ სოსო მამაჩემია. ჩვენ ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ბავშვობაშიც ასე იყო და ახლაც ასეა, მომავალშიც ასე იქნება. ისეთ საიდუმლოს გავუმხელ ხოლმე, რომ ჩემ ძმაკაცს და უახლოეს მეგობარს ვერ ვეტყვი. ძალიან კარგი რჩევები იცის, კარგი დარიგება. ძალიან კარგი მამაა სოსო" , -ამბობს ლევან პავლიაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.