მან "გამყინავი ცისფერი თვალებით" გაითქვა სახელი - 77 წლის ვარსკვლავი, რომელიც უარს ამბობს პლასტიკურ ჩარევებზე და ბუნებრივად ბერდება - მშობლები

მან "გამყინავი ცისფერი თვალებით" გაითქვა სახელი - 77 წლის ვარსკვლავი, რომელიც უარს ამბობს პლასტიკურ ჩარევებზე და ბუნებრივად ბერდება

2025-10-07 11:35:54+04:00

მან მართლაც "ყველაზე გამყინავი ცისფერთვალება მსახიობის" სტატუსი მოიპოვა წლების განმავლობაში და მისი ეს გამორჩეულობა რეჟისორებმა არაერთხელ გამოიყენეს, ძირითადად, კრიმინალურ, საშინელებათა თუ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში. მეგ ფოსტერი ცნობილია მაყურებლისთვის უამრავი სერიალითა და კინოფილმით და დღესაც, 77 წლის ასაკში, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში.

298798-1759823198.jpg

მეგ (მარგარეტ) ფოსტერი 1948 წლის მაისს დაიბადა პენსილვანიაში. მალევე ოჯახი კონექტიკუტის შტატში გადავიდა საცხოვრებლად, იქიდან - მასაჩუსეტსში, ლოუელში. სწორედ იქ მოხვდა დახურულ სკოლა-ინტერნატში, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებდა. ზაფხულობით კი სკოლის საზაფხულო ბანაკში დადიოდა. სწორედ იქ, ზაფხულის არდადეგებზე მიიღო მონაწილეობა სპექტაკლში „ჯონ ბრაუნის სხეული“, რომლის დადგმასაც კონრელის უნივერსიტეტის თეატრალური წრე კურირებდა. სპექტაკლი საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მეგი კი ყველამ შენიშნა და შეაქო. ზოგმა ისიც ურჩია, სამსახიობო კარიერაზე ეფიქრა. ასეც მოიქცა ფოსტერი და სკოლის დამთავრების შემდეგ ნიუ-იორკში გადაბარგდა, რომ თან ესწავლა და საოლქო თეატრალურ სკოლაშიც ევლო.

სწავლის პერიოდში გააცნობიერა, რომ თეატრთან ერთად, კინოც ძალიან აინტერესებდა. ამიტომ, როგორც კი დიპლომი აიღო, ლოს-ანჯელესის დასაპყრობად გაეშურა.

ss2860936-photograph-of-meg-foster-available-in-4-sizes-framed-or-unframed-buy-now-at-starstills-57929-21019-1759823198.jpg51pl8j0pq2l-1759823198._UF894,1000_QL80_.jpg

oar2-1759823198.jpg

1970 წელს ჰქონდა დებიუტი კომედიურ სერიალში და იმავე წელს გამოჩნდა დიდ ეკრანზე. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მაიკლ დუგლასთან ერთად ითამაშა დრამაში "ადამი დილის 6 საათზე".

01-q9tksda-1759823197.webp

შემდეგ იყო საკმაოდ ბევრი სერიალი თუ ფილმი. მცირე ხანს დაისვენა 2000-იანების დასაწყისში, „დავისვენებ და ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს გადავხედავო“, თქვა და რამდენიმე წელიწადში დაბრუნდა სერიალ "მენტალისტით". დღესაც საკმაოდ აქტიურად თამაშობს, ბევრი შემოთავაზება აქვს და 77 წლის ასაკშიც მოთხოვნადი მსახიობია.meg-foster-masters-of-the-universe-1280x720-1759823198.webp

2cbb01f9gupzklgu-1759823197.jpg

meg-foster-now-1759824050.webp

მსახიობი მცირე ხანს იყო დაქორწინებული კოლეგაზე - მაკ ჰეტიზე, თუმცა წყვილს ერთად დიდხანს არ უცხოვრია.

04-l5zk8lf-1759823198.webp

შემდეგ სხვა მსახიობს - რონ სტარს ხვდებოდა, რომლისგანაც ვაჟი გააჩინა - კრისტოფერ სტარი, რომელიც მშობლების გზას გაჰყვა და მსახიობია.

mv5bn2jlnthhztqtmda4zc00mjlilwi4njetmwm4nwnmy2jizwjjxkeyxkfqcgc-1759824223._V1_.jpg
კრისტოფერ სტარი

თავისუფალ დროს მეგი თავის რანჩოზე ატარებს, რომელიც შესვენების პერიოდში იყიდა, 2000-იანებში. პლასტიკურ ოპერაციებზე კატეგორიულ უარს ამბობს და მომხრეა ბუნებრივი დაბერების. რაც შეეხება მის სავიზიტო ბარათს, თვალებს, ფოსტერი ამბობს, რომ სულაც არ მიიჩნევს მათ განსაკუთრებულად. გასულ წლებში კი ზოგიერთი რეჟისორი აიძულებდა, კონტაქტური ლინზები ეტარებინა, რომ ოდნავ შეეცვალა თვალების ფერი - მიაჩნდათ, რომ მისი ბუნებრივი თვალის ფერი ზედმეტად იპყრობდა ყურადღებას.

73763-v9-ba-1759823198.jpg