კუნძულ ბალიზე სხეულის გამოფიტვის შედეგად გარდაიცვალა პოლონელი ქალი, რომელიც მხოლოდ ხილითა და უმი საკვებით იკვებებოდა.
იოგასა და ვეგანიზმის მიმდევარი კაროლინა კრჟიზაკი ამ მდგომარეობამდე მას შემდეგ მივიდა, რაც მთლიანად უმ კვებაზე გადავიდა — უარი თქვა ნებისმიერ თერმულად დამუშავებულ საკვებზე.
2024 წელს ის ბალიზე გადავიდა საცხოვრებლად, რადგან "სუფთა ცხოვრების წესზე" ოცნებობდა და იქ მუდმივად ახალი და ჯანსაღი ხილით კვებას აპირებდა. იქვე გარდაიცვალა — სიკვდილის მომენტში მისი წონა 23 კილოგრამზე ნაკლები იყო.
გოგონას განადგურებული ჰქონდა კბილები, დასუსტებული ფრჩხილები და ორგანიზმის საერთო მდგომარეობა სასიცოცხლო მაჩვენებლებს ვეღარ აკმაყოფილებდა.