„მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა“ გაიზარდა და ახლა ბევრი ვერ ცნობს... - როგორია ტილან ბლონდო - მშობლები

„მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონა“ გაიზარდა და ახლა ბევრი ვერ ცნობს... - როგორია ტილან ბლონდო

2025-10-13 18:09:24+04:00

ჯერ კიდევ ბავშვობაში იგემა მან ვარსკვლავობის სიამეც და სიავეც. ტილან ბლონდოს მედიამ "სამყაროს ყველაზე ლამაზი გოგონას" სტატუსი მიანიჭა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი თავბრუდამხვევი სამოდელო კარიერა. მალევე წამყვანი სამოდელო სააგენტოებისა და ბრენდებისგან შეთავაზებები მიიღო.

tilan1.jpg

ბევრი მათგანის სახე გახდა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ფრანგული „ვოგის“ სკანდალური ფოტოსესია გაიმართა, რომელმაც მთავარ რედაქტორს კარინ როიტფელდს თანამდებობდა დაატოვებინა და მოდის ინდუსტრიაში ახალი წესები დაამკვიდრა, რადგან პატარა გოგონას ფოტოები მეტისმეტად ვულგარულად მიიჩნიეს. ამ ფოტოების გამო ტილანის დედაც მკაცრად გააკრიტიკეს და ნამდვილი სკანდალი აგორდა.

tilan44.jpg

728x547-1-c73e691f857b5589b91ff291af09ef6a900x676-0xhivyel2f-1782368721883644674-1760365085.jpg.webp

დედა - ვერონიკა ლუბრი, ვერაფერ ცუდს ვერ ხედავდა ამ ფოტოებში. სხვათა შორის, თავადაც შეეძლო მოდელი გამხდარიყო და ამაზე ოცნებობდა. ახლა ძნელი სათქმელია, თუ რატომ არ გამოვიდა მისი სამოდელო კარიერა, მაგრამ მან ამის ნაცვლად ტელევიზია და ფოტოგრაფია აირჩია. სწორედ მისი გადაღებულია ტილანის ძველი ფოტოების უმრავლესობა.

480x600-1-25a7e83354e7cf62def207ed0e4096f21125x1406-0xdyq1mpdl-7022020676003055924-1760365085.jpg.webp

სკანდალის შემდეგ ტილანის კარიერა კვლავ გაგრძელდა. ჩნდებოდა ტანსაცმლის ბრენდების რეკლამებში და საკმაოდ წარმატებული იყო. მართალია, რამდენიმე წელში სხვა ბავშვს ერგო მსოფლიოს ულამაზესი ბავშვის ტიტული, თუმცა ტილანის კარიერისთვის ამას ხელი არ შეუშლია.

ცოტა რომ წამოიზარდა, მაშინაც აქტიურად ვითარდებოდა მისი კარიერა. მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

2-1760371687.jpg

მაშინ გოგონა 20 წლის იყო. ინსტაგრამის გამომწერებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა და თქვა, რომ პრობლემები ადრეულ ასაკში შეექმნა. აღნიშნა, რომ საკვერცხის კისტის გასკდომის გამო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციიდან სამი თვის შემდეგ კვლავ დაეწყო მუცლის საშინელი ტკივილი. ის ფიქრობდა, რომ ასე ოპერაციის გამო დაემართა.

მოდელმა დახმარებისთვის არაერთ გინეკოლოგს მიმართა, თუმცა ყველა მათგანმა უთხრა, რომ სანერვიულო არაფერი იყო. ოქტომბერში ტკივილი იმდენად გაძლიერდა, რომ ტილანი იძულებული გახდა, სასწრფო დახმარება გამოეძახა. როგორც აღმოჩნდა, გოგონას 5,6 სანტიმეტრიანი კისტა ჰქონდა და კვლავ ოპერაცია დასჭირდა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა.

"მეგონა, გავგიჟდებოდი, იმდენად მადარდება ჩემი პრობლემა. ძალინ მიხარია, რომ არ დავნებდი", - აღნიშნა ტილანმა. ბლონდოს თქმით, ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო, რომ მოუსმინოს საკუთარ სხეულს და იზრუნოს ჯანმრთელობაზე.

"სხვადასხვა ექიმთან უნდა მიხვიდე, რომ ზუსტად გაიგო პრობლემის შესახებ. ნებისმიერი პატარა ტკივილის უკან შეიძლება დიდი პრობლემა იმალებოდეს", - აღნიშნავდა მოდელი.

დღეს ტილანი პოდიუმზე სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება, მაგრამ წარმატებული ინფლუენსერია, 6.8 მილიონი გამომწერით.როგორც სოციალური მედიის ვარსკვლავს შეეფერება, მან საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი Enalyht გამოუშვა თმის მოვლისთვის. ასევე სცადა მსახიობობა, მთავარი როლი შეასრულა ოჯახურ სათავგადასავლო ფილმში „ბელ და სებასტიანი: თავგადასავლები გრძელდება“.

484x600-1-18dfa23b9813a7b55fe918e06792eea51320x1635-0xg6kfsb3m-9304529277712599578-1760365085.jpg.webp

tilan4n.jpgtilann.jpg

3278x4917-0xmzonvhvj-1821476290475870172-1760365085.jpg1440x1800-0xnwe5847t-2550303114888350174-1760365085.jpg2752x4128-0xib94cosd-6448295444823560247-1760365085.jpg

1-1760365187.jpg