Victoria’s Secret-ის შოუ ნამდვილი მოვლენაა მსოფლიო შოუბიზნესში და წლებია, ასე გრძელდება. მსოფლიოს წამყვანი მოდელები ღებულობენ ხოლმე მონაწილეობას ამ წარმოდგენაში. წელს უკვე მეორედ გამოჩნდა მატილდა გვარლიანი ვიქტორიას "ანგელოზის" რანგში.
ასევე აღსანიშნავი იყო დები ჰადიდების გამოსვლა. როგორც ცნობილია, 29 წლის ბელა ჰადიდს ცოტა ხნის წინ ლაიმის დაავადება გაუმძაფრდა და კლინიკაში იწვა. თუმცა სცენაზე კვლავ ამაყად გამოვიდა.
ჯიჯი ჰადიდი კვლავ ცენტრალური მოდელი იყო შოუსი.
წელს ორსულ ქალბატონებს ჟასმის ტუქსი წარმოადგენდა, რომელიც მეორე შვილს ელოდება.
ასევე გამოჩნდნენ ირინა შეიკი, ალესანდრა ამბროზიო, ეშლი გრემი, კენდის სვეინპოილი და სხვები.