რამდენიმე თვის წინ ინდოეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის მუკეში ამბანის შვილი ქორწილმა მსოფლიო აალაპარაკა. ამჯერად ამბანის ცოლი ნიტა ამბანი მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში . მიზეზი 1.7 მილიონ დოლარად შეფასებული, ბრილიანტებით მოჭედილი „ბირკინის“ ჩანთა აღმოჩნდა, რომლითაც 61 წლის ნიტა ამბანი ინდური ბრენდის Manish Malhotra-ს წვეულებაზე გამოჩნდა.
მდიდრულად ჩაცმულ ქალბატონს გულის ფორმის მსხვილი კოლუმბიური ზურმუხტებით მორთული საყურეები და სამაჯურიც ამშვენებდა. მისი გამორჩეული აქსესუარი, მინიატიურული Hermès Sac Bijou Birkin-ის კოლექციდან, ძვირფასი მეტალითაა შესრულებული და 3 025 ბრილიანტითა მოჭედილი.
ეს მინი-ჩანთა შექმნილია დიზაინერ პიერ არდის მიერ და სრულად ფუნქციონალურია. ცნობილია, რომ მსოფლიოში მხოლოდ სამი ეგზემპლარი არსებობს.
ამბანის ოჯახს საკუთარი სიმდიდრით არაერთხელ მოუწონებია თავი. ადრე მილიარდერის ქალიშვილი Met Gala-ზე 80-კარატიანი ბრილიანტის ყელსაბამით გამოჩნდა. თავად ნიტა ამბანი კი ერთი წლის წინ შანელის პოპკორნის პაკეტის ფორმის ჩანთით გამოჩნდა, რომლის ფასი 30 000 დოლარია. ნიტას ასევე უყვარს ჰერმესის იშვიათი კოლექციის ჩანთები, ადრე გამოჩნდა Himalaya Birkin-ით, რომლის ფასი 300 000 დოლარია, და Neige Faubourg Birkin 20 White Matte Alligator-ით, რომელიც თითქმის ნახევარი მილიონი ღირს.
მუკეში ამბანი აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი და მსოფლიოს მე-11 მილიარდერია. ის ხელმძღვანელობს კონგლომერატს, რომელიც ენერგეტიკას, ნავთობს, საცალო ვაჭრობასა და სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მოიცავს. მისი ქონება 115 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
გასულ წელს მედიაში აქტიურად განიხილებოდა მისი ერთ-ერთი შვილის ქორწილი, რომლის სტუმრებს შორის იყვნენ კარდაშიანების ოჯახი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი მეუღლესთან ერთად, დევიდ ბექჰემი და სხვა ცნობილ პირები. გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიამ დაახლოებით 600 მილიონი დოლარი დაჯდა და ზეიმი თითქმის ნახევარი წელი გრძელდებოდა.