44 წლის მრავალშვილიანი დედა, რომელიც 25 წელზე მეტია, პოდიუმზე დგას - ადრიანა ლიმას შთამბეჭდავი გამოჩენა - მშობლები

44 წლის მრავალშვილიანი დედა, რომელიც 25 წელზე მეტია, პოდიუმზე დგას - ადრიანა ლიმას შთამბეჭდავი გამოჩენა

2025-10-16 18:47:15+04:00

Victoria’s Secret 2025-ს რამდენიმე გმირი ჰყავდა. მათ შორის უდაოდ იყო 44 წლის ადრიანა ლიმა. ბრაზილიელმა მოდელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ შოუს მართლაც განუმეორებელი ვარსკვლავია, აგერ უკვე 25 წელია.

iconic-angeles-adriana-lima-alessandra-ambrosio-are-back-on-the-runway-for-the-2025-victorias-1760627436.jpg

iconic-angeles-adriana-lima-alessandra-ambrosio-are-back-on-the-runway-for-the-2025-victorias-1-1760627436.jpg

44 წლის ვარსკვლავი მართლაც განუმეორებელი იყო პოდიუმზე.

ბევრმა გაიხსენა მისი პირველი გამოსვლა ამ სცენაზე, „ანგელოზის" რანგში, 2000 წელს. ადრიანა ხომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია და არაერთხელ დაუსახელებიათ მსოფლიოს ულამაზეს ქალად, ამიტომ როგორც კი გამოჩნდა სამოდელო ასპარეზზე, ვიქტორიას სიკრეტმაც მალევე შენიშნა და არგო ეს დიდი პატივი.

d8885532c6416aa98bb0ae0e77a978176d47b77-1760627020.jpg

მას მერე, 2018 წლამდე, ამ გრანდიოზულ წარმოდგენას ადრიანას გარეშე არ ჩაუვლია.

c2772b6303291b8c53ded29e6e30763f-1760627019.jpgs-l400-1760627020.jpgvsecrets58-gq-10nov11-rex-b-1760627020.webp

27a7e30b247b8048b26917594b1ce5a7-1727507990-1760627018.jpgadriana-lima-17-1760627019.webp5be5e6e748eb1257955951a9-1760627018.webp

2018 წლიდან ადრიანამ კარიერაში შესვენება აიღო და მთელი დრო ოჯახსა და შვილებს დაუთმო, რამდენიმე ორსულობამ კი მის ფორმებზეც მკვეთრად იმოქმედა. წონაშიც მკვეთრად მოიმატა და ერთ-ერთი ბოლო გამოჩენისას ბოტოქსის გადამეტებაშიც დაადანაშაულეს.

adriana-lima-luce-angel-victoria-1760627019.jpg

gettyimages-1793919572-1760627020.jpg

მაშინ ადრიანამ გადაწყვიტა, საჯაროდ გაეცა ყველასთვის პასუხი, ფილტრის გარეშე ფოტოც გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ასე გამოიყურება ქალი, რომელსაც თინეიჯერი შვილები ჰყავს, ბევრი საქმე და სადარდებელი აქვს.

adriana-1700121782-1700148217-1727508235.jpg

ადრიანა სამი შვილის დედაა. რამდენიმე წელი იყო დაქორწინებული კალათბურთელ მარკ იარიჩზე, რომელთანაც ორი ქალიშვილი ჰყავს. 2021 წლიდან არის პროდიუსერ ანდრე ლემერსის გვერდით, რომელთანაც 2022 წელს გაუჩნდა საერთო შვილი. ასევე ხშირად არის მასთან მეუღლის შვილი პირველი ქორწინებიდან.

3480x4870-0x5o2qgqz5-4019962358895910223-1700148080-1727508142-1760627018.jpg

როგორც ჩანს, ადრიანაზე მაინც იმოქმედა კრიტიკამ და მოდელმა მაქსიმალური გააკეთა, რომ უწინდელი ფორმები დაებრუნებინა და კვლავ პოდიუმზე დამდგარიყო შთამბეჭდავად. ლეგენდარული მოდის სახლის 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე, პარიზის მოდის კვირეულზე, ადრიანას გამოჩენა ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მოვლენად იქცა.

gya92xkayaaumgy-1727507990.jpg

მერე კი უკვე საყვარელ შოუშიც გამოჩნდა და ყველას დაუმტკიცა, რომ ნამდვილი პროფესიონალია.

adriana-lima-di-fashion-show-victorias-secret-1760593966173-1760627019.jpeg

მატილდა გვარლიანი, ირინა შეიკი, დები ჰადიდები... - Victoria’s Secret 2025 (ფოტოგალერეა)