Victoria’s Secret 2025-ის გამორჩეულ წარმომადგენლებს შორის იყო ამერიკელი მოდელი ეშლი გრემი, რომელიც ერთ-ერთი პირველი ე.წ. პლუს-საიზ მოდელია.
ეშლი ერთ-ერთი პირველია, ვინც სილამაზის აღიარებული სტანდარტების მიუხედავად, დიზაინერებისა და ფოტოგრაფების შთაგონებად იქცა და ერთმანეთის მიყოლებით იპყრობს პოდიუმებსა და ჟურნალების გარეკანებს. და პირველია, ვინც მამაკაცებისთვის განკუთვნილი ცნობილი ჟურნალის Sports Illustrated Swimsuit Issue-ს გარეკანზე მოხვდა 2016 წელს. მანამდე ამ ჟურნალის გარეკანზე მხოლოდ მოდელის პარამეტრების მქონე, "იდეალური გოგონები" ხვდებოდნენ.
მას მერე ეშლი ნამდვილი ვარსკვლავია და დღეს ყველგან იბრძვის ბოდიპოზიტივის და მოდაში ინკლუზიურობის პროპაგანდირებისთვის.
37 წლის ეშლის ანგარიშზე დღეს უამრავი ფოტოსესია და ჟურნალის გარეკანია, ასევე არაერთი ჩვენება. თავად ამბობს, რომ წონა პატარა ასაკიდანვე ჰქონდა, თუმცა არასოდეს ებრძოდა მას და იღებდა საკუთარ თავს ისეთს, როგორიც იყო. 13 წლისამ მიიპყრო სამოდელო აგენტის ყურადღება და საკმაოდ დიდი ხანია, სამოდელო სფეროშია.
დღეს ხშირად დადის სკოლებში, წერს წიგნებს, გამოდის შოუებში და საუბრობს სილამაზის სტანდარტების პრობლემებზე და საკუთარი სხეულის მიღებაზე.
ეშლი სამი შვილის დედაა. მომავალ მეუღლეს, ვიდეოპერატორ ჯასტინ ერვინს, 2009 წელს ეკლესიაში შეხვდა. ერთ წელიწადში იქორწინეს.
წყვილს სამი შვილი ჰყავს. 2020 წელს ეყოლათ პირველი შვილი, 2022-ში კი - ტყუპი ვაჟი. ეშლიმ ორივეჯერ სახლში იმშობიარა და მეორე მშობიარობა საკმაოდ გაურთულდა. „ღამის 2 საათზე დამეწყო ჭინთვები და მალაკი უკვე 3:45 საათზე დაიბადა. 2 საათში რომანიც გაჩნდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ სულ სამსაათ-ნახევრის განმავლობაში ვმშობიარობდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა“, - ამბობდა მაშინ ეშლი. თუმცა ყველაზე უარესი სწორედ მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ დაიწყო.ეშლიმ უცებ გონება დაკარგა. „ბოლოს მახსოვს მაგრად ჩაჭიდებული ჩემი ქმრის ხელი, რომელიც ხმამაღლა ლოცულობდა და ნემსის ჩხვლეტა. ამის შემდეგ ყველაფერი სიბნელემ მოიცვა“, - იხსენებდა მოგვიანებით მომდელი. აღმოჩნდა, რომ მშობიარობა ძლიერი სისხლდენით გართულდა, რომელიც დროულად ვერ შეაჩერეს.„გონს რომ მოვედი, მთხოვეს საწოლში გადავწოლილიყავი, თუმცა არათუ წამოდგომა, წამოჯდობა და გადაჩოჩებაც არ შემეძლო. ზეწრით ამწიეს და ისე გადამაწვინეს ლოგინში. მადლობა ღმერთს, ტყუპს არაფერი დამუქრებია. 4 დღე გაუნძრევლად ვიწექი, სახლიდან კი 2 თვე ფეხი არ გამიდგამს“.