თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სასტიკად არის მოკლული 26 წლის მასწავლებელიგიგა ავალიანი.მას გიგა ავალიანს საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენეს. შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა. მას შემდეგ ახალგაზრდა კლინიკაში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში მის დასახმარებლად ჯგუფიც შეიქმნა, სადაც უამრავი ადამიანი გაწევრიანდა. სამწუხაროდ ახალგაზრდას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის დღეს დაიღუპა.
"ნ.ი-მ (რედ: გოგონას ვინაობას შეგნებულად არ ვასაჯაროებთ) (16 წლის) ამ მიმოწერით (ავრცელებს ვიდეო სქრინს, გიგა ავალიანსა და ნ.ი-ს შორის) აეჭვიანა შეყვარებული ა. გ. (17 წლის). ა.გ.-მ რ-სთან (არასრულწლოვანი) და ნ.ი.-სთან ერთად დაგეგმა მკვლელობა. ნ.ი-მ ზუსტად აჩვენა, სად შეეძლებოდათ ენახათ გიგა, რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემატურად უთვალთვალებდნენ, მაგრამ რადგან ჩემთან ერთად დადიოდა ვერ მოკლეს, ნახეს ხელსაყრელი მომენტი, აედევნენ სახლამდე და ბნელ ადგილზე მოკლეს" - წერს მოკლული ბიჭის დედა.
AMBEBI.GE-ს შსს-ში უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმაარასრულწლოვანი ა.გ. დააკავეს. განაგრძეთ კითხვა