ტელეწამყვანები ნანიკო ხაზარაძე და ნიკა ლომიძე კოტcast-ში პლასტიკური ქირურგიასა და ბალანსის მნიშვნელობაზე საუბრობენ:
ნანიკო ხაზარაძე: - ნებისმიერი გაჯეტი გახსენით, ავტობუსს დააკვირდით, რომ გაივლის, ნებისმიერ სარეკლამო პოსტერს შეხედეთ, ყველგან ერთნაირად გადაპრიალებული ქალები და კაცები არიან. გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენც იქითკენ მივდივართ...
ნიკა ლომიძე: - ვიცი, ძალიან ბევრს ეწყინება, მაგრამ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და უნდა ვთქვა. არ უხდება ყველას ერთნაირი იხვნისკარტა ტუჩები, დაბერილი ყვრიმალები... ერთნაირია. ჩემთვის ერთნაირია. მგონია, რომ ყველას ერთი სპეციალისტი აკეთებს. მგონია, ერთი და იმავე ფოტოთი მიდის ყველა და ექიმს ეუბნება: "ეს მინდა, ვიყო." გადამეტებული არაფერი ვარგა. რადგან ხელოვნებასთან მაქვს კავშირი, ვხატავ, ვძერწავ და რაღაცები მესმის, ბუნებრიობა ძალიან მიყვარს. ძალიან მომწონს, როდესაც ადამიანი ბუნებრივია. ან თუ იკეთებს რაღაცას, გაწუხებს ორი ნაოჭი, გაიკეთე. მაგრამ, ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ჩემ გარშემო ადამიანები ერთი პატარა ინექციით იწყებენ და ვეღარ ჩერდებიან.