"ვერ მოგატყუებთ, ძალიან ბევრჯერ მტკენია, როდესაც დაუმსახურებლად პირად შეურაცხყოფას მაყენებენ..." - სოფო ბედია - მშობლები

"ბევრჯერ მტკენია, როდესაც დაუმსახურებლად პირად შეურაცხყოფას მაყენებენ... მიშამ პოლიტიკურად მეტი იცის, ვიდრე - მე. ჩემი საქმე სიმღერაა..." - სოფო ბედია

2025-10-29 09:06:59+04:00

მომღერალი სოფო ბედია გადაცემაში "დღის პოსტი" საზოგადოების მხრიდან ბულინგის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს ხშირად დაუმსახურებლად აკრიტიკებენ:

- მას შემდეგ, რაც ცნობადი გავხდი, ყველა ნაბიჯს, ყველა სიტყვას, ყველაფერს ვაკონტროლებდი და დღემდე ასეა. ძალიან გულწრფელი ვარ. მაყურებელს არასდროს ვატყუებ. ხანდახან ამ გულწრფელობას ადამიანები ცუდად იყენებენ. ან არ მოსწონთ ან შურთ... მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანები მაინც შეუმდგარი ადამიანები არიან. შემდგარი ადამიანი, რომელსაც თავისი პირადი ცხოვრება, კარიერა, საქმე აქვს, ის არასდროს მოიცლის, რომ ვინმეს ტუჩის ფორმა, კოჭის სიგანე, ოჯახის წევრი, ქმარი, შვილი განიხილოს. შვილებსაც რომ აბულინგებენ, ეს საშინელებაა. ყველა ბავშვს ღმერთმა თავისი მშობლები ბედნიერები უმყოფოს. არაფრით შეიძლება, ხალხო, დაფიქრდით. მე, ჩემი მეუღლე და, ზოგადად, ცნობილი ადამიანები, ამას ყურადღებას აღარ ვაქცევთ, თუმცა იყო დრო, როცა მართლა ყველა კომენტარს ვკითხულობდი და ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე იყო. იმიტომ, რომ ის სიყვარული, რომლითაც დღემდე მოვდივარ, ვაგროვე და ადამიანების სიყვარულსა და ფერებაში გავატარე. ძალიან რთულია, ტალღასავით რომ ხდება, ამოგიჩემებენ... ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. უბრალოდ, ამ ადამიანებს ვურჩევ, რომ საკუთარ თავზე მეტად იმუშავეთ, საკუთარი თავები დააფასეთ და ერთმანეთი გიყვარდეთ. ამაზე ძვირფასი ამქვეყანაზე არაფერია.

მიშას ასეთ კომენტარებზე ჩემზე მეტად არ აქვს რეაქცია. მე კიდევ ხანდახან ამ ტალღაში მოვხვდები. ვერ მოგატყუებთ, ძალიან ბევრჯერ მტკენია, როდესაც დაუმსახურებლად პირად შეურაცხყოფას მაყენებენ. ადამიანები არ გვიცნობენ, როგორები ვართ და მარტო გარედან აფასებენ. მიუხედავად ამისა, მე მაინც ყველა ასპექტში მოზომილი ვარ იმიტომ, რომ მე ადამიანებისათვის ვმღერი. ის ადამიანები ჩემთვის პოლიტიკურად ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან. ყველა ჩემი საყვარელი ადამიანია და მე მათ ვუმღერი.

მიშას შემთხვევაში, უფრო აქტიური ადამიანია, პოლიტიკურად იმაზე მეტი იცის, ვიდრე - მე. ჩემი საქმე სიმღერაა და ყველასთვის ვმღერი. ვისაც უნდა მომისმინოს, ვისაც არ უნდა - არა.