ილონ მასკის 21 წლის ტრანსგენდერი ქალიშვილი, ვივიენ უილსონი (რომელიც ადრე ხავიერის სახელით იყო ცნობილი), ცოტა ხნის წიინ ჟურნალ The Cut-ის გარეკანზე პოზირებდა და მამასთან ურთიერთობაზე, ფულსა და პოპულარობაზე ისაუბრა.



ინტერვიუს დროს ვივიენს მამამისზე, ილონ მასკზე საუბარი უჭირდა. მან აღწერა, თუ როგორ გრძნობდა თავს, როდესაც მამის გვარზე უარი თქვა: „მთელი ამ ხნის განმავლობაში ვტიროდი. წლების განმავლობაში თავს ვიკავებდი და შემდეგ უბრალოდ გავუშვი. ეს ძალიან კარგი შეგრძნება იყო“. ასევე დასძინა, რომ კვლავ იღებს უსიამოვნო შეტყობინებებს, რომლებიც „ნამდვილად მტკივნეულია“.
უილსონმა ასევე გაამხილა, რომ მას იმდენი ფული არ აქვს, რამდენიც ხალხს ჰგონია: „ხალხი ფიქრობს, რომ ბევრი ფული მაქვს. ასობით ათასი დოლარი არ მაქვს. დედაჩემი მდიდარია, მაგრამ ცხადია, ის (ილონ მასკი) წარმოუდგენლად მდიდარია. სამ გოგონასთან ერთად ვცხოვრობ ქირით, რადგან ეს უფრო იაფია“.
როგორც ცნობილია, მამამ მისი არჩევანის გამო ის მკვდრად გამოაცხადა და მასკის მილიარდიანი ქონებიდან ვივიანს არაფერი ერგება. ძირითადად, მოდელობით აქვს საკუთარი შემოსავალი - ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება პოდიუმებზე და სამოდელო კარიერას იწყობს.



მან ასევე კომენტარი გააკეთა საკუთარ პოპულარობაზე: „დიდად არ ვარ ცნობილი. ამდენი ხანი ძალიან ვიბრძოდი, რომ ჩვეულებრივ ადამიანად აღვექვი ადამიანებს. სანამ ცნობადი გავხდებოდი, არავინ იცოდა ვინ ვიყავი. ეს საოცარი იყო. ყველა ჩვეულებრივი ადამიანივით მექცეოდა. ეს მენატრება“.
სანამ სამოდელო კარიერით დაკავდებოდა, ვივიანი ენასა და ლიტერატურას ეუფლებოდა ტოკიოში - ის თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და აიაპონურ ენებზე.
ვივიანი ამბობს, რომ კარგი ურთიერთობა აქვს დედასთან - ჯასტინ უილსონთან, რომლის გვარიც დაიტოვა "ახალ ცხოვრებაში", რაც შეეხება მამას, როგორც მასკმა გამოაცხადა ის მკვდრად, ვივიანმაც საჯაროდ თქვა მასზე უარი: "სრულიად არ მაინტერესებს, გულგრილი ვარ მის მიმართ. მართლა ასეა. სამწუხაროა, რომ ადამიანები ჯერ კიდევ მასთან მაკავშირებენ".
ვივიენ ჯენა უილსონი (დაბადების სახელი ქსავიერ ალექსანდრ მასკი) ილონ მასკისა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯასტინ უილსონის მეორე შვილია, რომელსაც ის 2008 წელს დაშორდა. სამი წლის წინ, ვივიანმა დედის თანხმობით ტრანსგენდერად გამოაცხადა თავი, რამაც მამასთან სერიოზული კონფლიქტი გამოიწვია.


ილონ მასკი Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელია, რომლის ქონება 413.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. მასკი 13 შვილის მამაა (მას სულ 14 ჰყავდა, მაგრამ მისი პირმშო, პირველი ქორწინებიდან, ჩვილობის ასაკში გარდაიცვალა ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომით).