1750-კაციანი ქორწილი ბათუმში, გრანდიოზული ტორტითა და სტუმრებით საზღვარგარეთიდან - რას ჰყვება პატარძალი - მშობლები

1750-კაციანი ქორწილი ბათუმში, გრანდიოზული ტორტითა და სტუმრებით საზღვარგარეთიდან - რას ჰყვება პატარძალი

2025-11-01 00:06:17+04:00

25 ოქტომბერს, ბათუმში, გრანდიოზული და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქორწილი გაიმართა, რომელიც გამორჩეული სტუმართა რაოდენობით იყო. დარბაზში 1750 სტუმარი იმყოფებოდა. იმ დღის მთავარი გმირებილუკა გოგიტიძედალიზი კონცელიძეიყვნენ. წყვილი, რომლის სიყვარულის ისტორია მეგობრობით დაიწყო, გრანდიოზულ დღეს 5 თვის განმავლობაში გეგმავდნენ. პატარძალი ყველა საკითხში თავად იყო ჩართული. ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური ქორწილის პატარძალი Ambebi.ge-ს ესაუბრა:

"ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო მეგობრობით, 3 წლის განმავლობაში ვმეგობრობდით, ვიყავით ერთმანეთის მესაიდუმლე, ყველა წვრილმანი ვიცოდით ერთმანეთზე, ჩვენს ცხოვრებასთან დაკავშირებით, შემდეგ ჩემი ამჟამინდელი მეუღლე საზღვარგარეთ წავიდა, რა დროსაც სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა, ნერვიულობის ნიადაგზე ჩამოვიდა და სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორიაც. მივხვდით, რომ ერთმანეთის მიმართ გვქონდა გრძნობები. 2 წელი ვიყავით შეყვარებულები და შემდეგ გადავწყვიტეთ დაოჯახება.

ქორწილი 1750 კაციანი იყო ნამდვილად, ყველაფერი მე და ჩემმა მეუღლემ დავაორგანიზეთ, ქორწილი იყო ორივე მხრიდან, როგორც გოგოს, ასევე ბიჭის, ქორწილს 5 თვის განმავლობაში ვგეგმავდით, ოჯახის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა ყველაფრის დაგეგმვაში, რომ არა ისინი რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს ვერ წარვმართავდით ისე როგორც საჭირო იყო. სტუმრები იყვნენ საზღვარგარეთიდანაც. განაგრძეთ კითხვა

5 დის უმცროსი ძმის ქორწილი და დების ემოციური შესრულება ქორწილში - 19 წლის ვიყავი, 5 დის მერე მე-6 ძმა დაიბადა, მის ძეობაში უკვე საუბრობდნენ მის ქორწილზე და აი, დადგა ეს დღეც
ტორტის ფული არ ჰქონდათ და კარაქიანი პურები დააწყვეს ქორწილში - ვინ არის წყვილი, რომლის ჟესტმა სოციალური ქსელი აალაპარაკა