თეა სიჭინავა გვიან დედობაზე; „ძალიან რთულად გავიარე ეს გზა... ახლა ყველა ვტრიალებთ ნიკოლას ირგვლივ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია......“ - მშობლები

თეა სიჭინავა გვიან დედობაზე; „ძალიან რთულად გავიარე ეს გზა... ახლა ყველა ვტრიალებთ ნიკოლას ირგვლივ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია......“

2025-11-12 22:42:17+04:00

ჟურნალისტი თეა სიჭინავა შარშან დეკემბერში გახდა პირველად დედა. მას პატარა ნიკოლა შეეძინა. გადაცემა "პრაიმ შოუში" სტუმრობისას თეამ დედობაზე ისაუბრა:

„ხშირად ვამბობ, რომ ჩემთვის ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო 2024 წლის პირველი დეკემბრიდან, მანამდე რა იყო, უკვე აღარ მახსოვს. ყველაფერი შეიცვალა. მე დედისერთა ვარ და თუკი აქამდე სამყარო ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, ახლა ყველას დავავიწყდი, მეც დამავიწყდა ჩემი თავი და ყველა ვტრიალებთ ნიკოლას ირგვლივ. და ეს ძალიან სასიამოვნოა, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია... ბავშვის დაბადების შემდეგ, ასაკის მიუხედავად, ყველა ქალს მეორე სუნთქვა ეხსნება... ყველა სირთულეს გავიწყებს, გვერდით რომ გყავს, გიღიმის... ახლა მეუბნებიან, სად იყავი აქამდე... ძალიან რთულად გავიარე ეს გზა. გარე ორსულობა დამემართა, მერე კიდევ რაღაცები... დედის მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, დედა ვერ გავხდებოდი... ის მეორე დედაა ჩემი შვილისთვის...“