საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი გადაცემაში "იმედის დილა" საგანმანათლებლო სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც მე-12 კლასის გავლა ენდომებათ, ამის შესაძლებლობა ექნებათ:
- ხშირად "ბოლონიის პროცესს" ახსენებენ. "ბოლონიის პროცესი" 11-წლიან სწავლებასთან ბმაში არ არის. თუმცა, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში მაინც უყურებენ, ზოგადი განათლების მიმართულებით, ტექნიკურად, 12-წლიანი სასწავლო პროცესი გაქვს თუ არა დამთავრებული. რეალურად, სწავლის შედეგებს უნდა უყურებდნენ იმიტომ, რომ შეიძლება, 12-წლიანი ატესტატი გეჭიროს ხელში და ზოგადი განათლების სწავლის შედეგებზე ვერ გადიოდე... სადღაც 13-წლიანს უყურებენ. უნივერსიტეტს გააჩნია. 12-წლიანი ატესტატიც რომ გქონდეს, კიდევ შეიძლება, ითხოვდნენ, რომ მე-13 წელი მოსწავლემ მათთან გაიაროს. ასეთია, მაგალითად, გერმანიაში, ავსტრიაში - გააჩნია, რომელ უნივერსიტეტზე ვსაუბრობთ. ასე რომ, 11-წლიანი სწავლება ხელისშემშლელი პირდაპირ რომ ვთქვათ, ევროპაში სწავლის გაგრძელების ნამდვილად არ არის. მაგრამ, წამოვიდა შეკითხვები და იცით, რომ რეფორმა დაანონსებული იყო, ამაზე მუშაობა გრძელდება და დღის წესრიგიდან არ მოგვიხსნია, აქვე მაინც შევქმნათ შესაძლებლობა, ვისაც სურვილი ექნება, მე-12 კლასი დაიმატოს. როგორი ფორმით, რომელ სკოლებში იქნება, ამაზე ვმსჯელობთ. თუმცა, მეორეც არის, აქ მოსწავლეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ შეუძლია, პირველკურსელი გახდეს და სადაც მოუნდება, იქ წავიდეს. სულ რომ მე-12 კლასი არ გაიაროს. ბაკალავრიატზე სტატუსი შეიჩეროს და სადაც მოუნდება, იქ ისწავლოს.
როგორც გითხარით, მე-12 კლასის დატოვების შესაძლებლობაზე ვფიქრობთ. რა ფორმით და როგორ, ამას ვნახავთ. ჯერ კიდევ გასავლელია ეს თემები. მაგრამ, ის კერძო სკოლები, რომლებიც საერთაშორისო პროგრამას ახორციელებენ, რა თქმა უნდა, იქ უკვე მემორანდუმია, შესაბამისი ხელშეკრულებაა დადებული და მათ ეს არ შეეხებათ.