დღეს ბრუკლინის ფედერალურ სასამართლოში, საქართველოს მოქალაქემ,მიხეილ ჩხიკვიშვილმა,რომელიც ცნობილია როგორც "მეთაური ჯალათი", ბრალდება აღიარა. ის თავი დამნაშავედ ცნობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წაქეზებაში, ასევე ბომბებისა და რიცინის დამზადების ინსტრუქციის გავრცელებაში.
ჩხიკვიშვილი იყო საერთაშორისო, რასობრივად მოტივირებული ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის, "მანიაკ მკვლელთა კულტის" ლიდერი. ის ასევე ახდენდა ადამიანების რეკრუტირებას, რაც მიზნად ძალადობრივი ქმედებების ჩადენასა და კულტის იდეოლოგიების ხელშეწყობას ისახავდა.
"დღევანდელი აღიარებით ბრალდებული ადასტურებს საშინელ შეთქმულებას, რომელიც ებრაელებისა და რასობრივი უმცირესობების წინააღმდეგ იყო მიმართული და მათ შორის დღესასწაულების პერიოდში ბავშვებისთვის განკუთვნილი ტკბილეულის შხამით მოწამვლას მოიცავდა, ბრალდებული მოლდოვიდან იქნა ექსტრადირებული. ეს საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სადაც არ უნდა იმალებოდეთ, თუ ცდილობთ ჩვენი მოქალაქეების დაღუპვას, FBI და მისი პარტნიორები მაინც გიპოვიან" -განაცხად FBI-ის დირექტორმა ქაშ პატელმა.
2021 წლის სექტემბრიდან ჩხიკვიშვილი "სიძულვილის სახელმძღვანელოს" სახელით ცნობილ მანიფესტს ავრცელებდა. "სახელმძღვანელო" მკითხველს ისეთი მასობრივი ძალადობის აქტების შესრულებისკენ მოუწოდებდა, როგორიც მაგალითად სკოლებში სროლა იყო.