ნოემბერი მამაკაცთა ჯანმრთელობის თვეა. ამასთან დაკავშირებით, პოდკასტში "ჯანსაღი დიალოგები" უროლოგმა გიორგი ხვადაგიანმა ბევრ გავრცელებულ კითხვას გასცა პასუხი. მან მამაკაცური ჯანმრთელობის რისკებისა და პრევენციების შეფასებისას ველოსიპედთან დაკავშირებით საინტერესო დასკვნაც გაუზიარა მსმენელს.
"ველოსიპედთან დაკავშირებით არსებობს ორი მტკიცებულება - იწვევს შარდსადენი მილის შევიწროებას, რადგან ველოსიპედის ვიწრო სკამზე ხანგრძლივი ჯდომისას შარდსადენი მილი დაჭყლეტილ მდგომარეობაშია. როცა ველოსიპედზე დიდი ხნის განმავლობაში ზიხართ, ირღვევა სისხლის მიმოქცევა და იწყება იშემიური პროცესები,, ყალიბდება ნაწიბური და ვიწროვდება შარდსადენი მილი. იგივე მექანიზმი იწვევს ერექციის პრობლემებსაც.იმის მტკიცებულება, რომ ველოსიპედის სკამი წინამდებარე ჯირკვალს ამასაჟებს და სასარგებლოა, არ არსებობს. ეს მარკეტინგია" - განაცხადა გიორგი ხვადაგიანმა.