არაბი მილიონერის ცოლმა, მალიკა რაჯამ, მეორე შვილის გაჩენის სანაცვლოდ 3 600 000 დოლარი მოითხოვა. ეს ხუმრობა არ არის. ამ თანხით მდიდრული კერძო სასახლის შეძენა თავისუფლადაა შესაძლებელი, თუმცა მალიკასთვის ეს უბრალოდ დედობის ფასია...

ქმარმა მას ვარდისფერი G-Class "გელენდვაგენი" აჩუქა იმიტომ, რომ ქალი გოგონაზე იყო ორსულად; ასევე, 2 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სასახლე მიიღო. დამატებით კი 1 მილიონი დოლარი მისი რემონტისთვისაა გათვალისწინებული.

მალიკამ მეუღლისგან 100 000 დოლარი Dior-ის ჩანთებისთვის, 200 000 დოლარი ჩვილის ბრილიანტებისთვის და თვეში 10 000 დოლარი მასაჟისთვის მიიღო. მალიკას ასევე პირადი მძღოლი ჰყავს, ახალი ავტომობილით.

ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ მისი ქმარი ყველა პირობის შესრულებაზე თანახმაა. მალიკა დარწმუნებულია, რომ მისი ქმარი განაწყენებული არ დარჩება. პირიქით, მას კიდევ უფრო დიდი მოტივაცია გაუჩნდება, რომ მეტი ფული გამოიმუშაოს. ზოგი ამას მდიდრების ახირებას უწოდებს, ზოგი კი ამბობს, რომ მან უბრალოდ საკუთარი თავის ფასი იცის...

მალიკას შესახებ ცოტა რამაა ცნობილი.მისი სოციალური მედია ნამდვილად შთამბეჭდავია. დიზაინერული სამოსი და აქსესუარები, ძვირად ღირებული ნივთები - ქალს ყველაფერი აქვს, რასაც მოისურვებს. Hermès-ისა და Dior-ის ჩანთებით ხშირად ჩნდება და შესანიშნავად გამოიყურება.

მალიკა საკუთარი სურვილების შესახებ საჯაროდ საუბრობს და მეუღლეც უსრულებს.

დუბაის კონტექსტში, სადაც ფუფუნება სოციალური სტატუსის მაჩვენებელია, ცხადია, მალიკა მინიმალიზმს არ ირჩევს. პირიქით, სურს, ყველაფერი ჰქონდეს. მალიკა აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ტრადიციული ტანსაცმელი ულტრათანამედროვედ გამოიყურებოდეს. აბაია მისი გარდერობის მთავარი ელემენტია, თუმცა ყოველ ჯერზე განსხვავებულ ტონებსა და დიზაინს ირჩევს.

Louis Vuitton-ის ჩანთასა და ბრენდულ სამოსში ხშირად ჩნდება, ასევე ძვირად ღირებული მანქანით დადის, ხოლო ბავშვებს დიზაინერული ტანსაცმელი აქვთ. ამბობს, რომ ეს ყველაფერი დიასახლისობის საფასურია - „თუ სახლში უნდა ვიჯდე და ბავშვები ვზარდო, მაშინ ამაში სათანადოდ უნდა მინაზღაურებდნენ..."


