ჯერ დეკემბერი ახლა დაიწყო, მაგრამ საახალწლო განწყობა ზოგს ნოემბრიდანვე აქვს. განსაკუთრებით ჩქარობენ ხოლმე ნაძვის ხის დადგმას ბავშვიან ოჯახებში.
"ყველას მორიგეობით ვირუსი გვქონდა, ბოლომდე ჯერ კიდე ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, თუმცა სამსახურში ვიყავი მაინც. იქ დავისვენე, გამიგებთ დედები... ჰოდა, ისეთი დაღლილი მოვედი აი, არაფრის თავი არ მქონდა, მაგრამ ნაძვის ხე რომ დავინახე, ეგრევე ენერგია მოვიდა. დავდგით კიდევაც, 100 მეტრი განათებაც შემოვარტყით და სულ ცოტაღა დარჩა გასაფურჩქნი, ილია უკვე ვეღარ ძლებდა. მოკლედ, მიყვარს ახალი წელი და ჩვენი ნაძვის ხე ასეთია 2025-2026 წელს. თქვენ დადგით?!" - წერს ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი, სამი შვილის დედა ქეთი ხატიაშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.


რამდენიმე დღის წინ ნაძვის ხესთან აღნიშნა დაბადების დღე მარიკა თხელიძის უმცროსმა ქალიშვილმა.




თამუნა ვაშალომიძემ შვილებთან ერთად ააწყო ნაძვის ხე.

ხვიჩა და დამიანე კვარაცხელიებიც საახალწლოდ გამოეწყვნენ.


პირველ ახალ წელს ეგებება გიორგი მამარდაშვილის და ელენე ეპიტაშვილის ქალიშვილი.

განსაკუთრებულად მორთული სახლი უჩვენა გამომწერებს მოცეკვავე მარიამ მათიაშვილმა.

ორიგინალური ფერის ნაძვის ხე დაუდგეს პატარა გალას გიორგი გასვიანმა და მარიტა მელიქიშვილმა.

მრავალშვილიანმა დედამ და მილიონერ თოშა ქებურიას მეუღლე ქეთი ჟღენტმაც ააწყო ნაძვის ხე.
