საბერძნეთისა და დანიის პრინცი, პრინც უილიამის ნათლული კონსტანტინ-ალექსიოსი - როგორია დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ჯერ კიდევ თავისუფალი მონარქი - მშობლები

საბერძნეთისა და დანიის პრინცი, პრინც უილიამის ნათლული კონსტანტინ-ალექსიოსი - როგორია დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ჯერ კიდევ თავისუფალი მონარქი

2025-12-07 22:05:47+04:00

ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიოს პრინცებს შორის და თანაც, ჯერჯერობით უცოლო, ამიტომ ხშირად ასახელებენ ყველაზე სასურველი სასიძოების სიაში.

მისი სამეფო უდიდებულესობა, საბერძნეთისა და დანიის პრინცი კონსტანტინე-ალექსიოსი (ბერძნ.: Ο Κωνσταντίνος - Αλέξιος πρώτη Πρίγκιπας της Ελλάδας) დაიბადა 1998 წლის 29 ოქტომბერს, ვეილ კორნელის სამედიცინო კოლეჯში, ნიუ-იორკში. არის საბერძნეთის პრინც პავლესა და მისი მეუღლის, კრონპრინცესა მარი-შანტალის უფროსი ვაჟი.ის არის მეფე კონსტანტინე II-ისა და დედოფალ ანა-მარიას შვილიშვილი, რომლებიც საბერძნეთის უკანასკნელი მონარქები იყვნენ 1973 წელს მონარქიის დაცემამდე. ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, 2023 წლის 10 იანვარს, იგი გახდა საბერძნეთის სამეფო ოჯახის ტახტის მემკვიდრე.

hes-named-after-his-grandfather-1663868873-1765179462.jpg
ბებია-პაპასთან

მამის მხრიდან წინაპრები არიან დანიის მეფეები ქრისტიან IX და ფრედერიკ IX, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია და რუსეთის დიდი ჰერცოგინია ოლგა კონსტანტინოვა. დე იურე, კონსტანტინე ალექსი, უპირველეს ყოვლისა, დანიის კანონიერი პრინცია, თუმცა მისი, როგორც საბერძნეთის პრინცის, ტიტული სხვა სამეფო ოჯახების მიერაც არის აღიარებული.

დედამისი, მარი-შანტალ მილერი, ამერიკელი მილიარდერის, რობერტ უორენ მილერის ქალიშვილია.

gettyimages-1319767-612x612-1765179461.jpg

პრინცი 1999 წლის 15 აპრილს იგი ლონდონის წმინდა სოფიას ტაძარში თიატირელი მთავარეპისკოპოსმა გრიგოლმა (თეოქაროს-ჰაძიტოფი) მონათლა მართლმადიდებლად. მისი ნათლიები იყვნენ: საბერძნეთისა და დანიის პრინცი ნიკოლოზი, პრინცესა ალექსანდრა ფონ ფიურსტენბერგი, ასტურიის პრინცი ფილიპი, დანიის მემკვიდრე ფრედერიკი, შვედეთის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორია, უელსის პრინცი უილიამი, იუგოსლავიის პრინცი დიმიტრიე კარაგორგევიჩი და ოჯახის მეგობარი დორის რობსი.

image-165-1765179030.jpeg

63f2428813effc0509bdd24a-1900x-1765179029.webp

კონსტანტინე ალექსიოსს ჰყავს უფროსი და, პრინცესა მარია-ოლიმპია (დაიბადა 1996 წლის 25 ივლისს) და სამი უმცროსი ძმა: აქილევს-ანდრეასი (დაიბადა 2000 წლის 12 აგვისტოს), ოდისეას-კიმონი (დაიბადა 2004 წლის 17 სექტემბერს) და არისტიდეს-სტავროსი (დაიბადა 2008 წლის 29 ივნისს).

who-is-prince-constantine-alexios-1765179030.webp5b1cc94e42e1cc682f6a1468-1765179029.webp

ის მშობლებთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდა, სადაც მისი მამა, პრინცი პოლი, საინვესტიციო კონსულტანტად მუშაობდა. 2004 წელს ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.

ის ვესტმინსტერში, ვეზერბის მოსამზადებელ სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი ბერკშირის კროუთორნში, კერძო კოლეჯში, ველინგტონის კოლეჯში სწავლობდა. ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი 2022 წლის მაისში დაამთავრა.

რაც შეეხება მის საქმიანობს, ძირითადად მოდელობს. გარკვეულ ხანს Dior-ისთვის მუშაობდა მოდელად. ხატავს და ძერწავს. ინფლუენსერია და უამრავი გამომწერი ჰყავს. ასევე ცნობილია, რომ ნადირობა, მუსიკა და ფოტოგრაფია უყვარს.

constantine-alexios-1765179030.jpgy-happy-26t-1765179030.webp

royalbirthday-wishing-a-very-happy-26th-birthday-to-hrh-prince-constantinos-alexios-of-greece-1-1765179029.webp

royalbirthday-wishing-a-very-happy-26th-birthday-to-hrh-prince-constantinos-alexios-of-greece-2-1765179029.webproyalbirthday-wishing-a-very-happy-26th-birthday-to-hrh-prince-constantinos-alexios-of-greece-3-1765179029.webp

პრინცი ქალებშიც საკმაოდ პოპულარულია. რამდენიმე ცნობილ მოდელთან და მსახიობთან ჰქონდა ურთიერთობა.

9597465-original-1765179030.jpg

prince-constantine-alexios-was-spotted-with-brooks-nader-a-v0-sc9v9wulds9d1-1-1765179030.jpg

ბოლო დროს ამერიკელ მოდელ ბრუკს ნეიდერს ხვდება.

9597315-800-1765179030.jpg