"გიჟდებიან ჩემს ნაოჭებზე..." - მარტოხელა მამა გიორგი ყიფშიძე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს - მშობლები

"გიჟდებიან ჩემს ნაოჭებზე..." - მარტოხელა მამა გიორგი ყიფშიძე ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

2025-12-06 20:14:39+04:00

მსახიობი, მრავალშვილიანი მამა გიორგი ყიფშიძე რამდენიმე დღის წინ 48 წლის გახდა. გიორგიმრავალშვილიანი მამაა. უფროსი, ნატალია, მოდელ კრისტი ყიფშიძესთან ქორწინებიდან შეეძინა. კრისტისთან განქორწინების შემდეგ გიორგიმ კიდევ ორჯერ იქორწინა და ორჯერვე ისევ განქორწინდა. მეორე ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი - ალექსანდრე.

gorgi5-1765037979.png
ნატალიასთან და ალექსანდრესთან ერთად

არც ისე დიდი ხანია, გიორგი მარტოხელა მამაა და მესამე ცოლთან - ენისთან დაშორების შემდეგ, თავად ზრდის უმცროს შვილებს - ლუნას და კოსმოს.

2024-09-16-11-11-38-407478-1763825171.png

"დედაჩემი ვერ მეხმარება, ლოგინად არის ჩავარდნილი, მამაჩემი მატერიალურად და მორალურად მეხმარება, რადგან მსახიობს არ აქვს ის შემოსავალი, რომ ორი შვილი არჩინოს. გამორიცხულია. სერიალები რომ არ იყოს, არ ვიცი, რა მეშველებოდა. დამტოვებელი, როგორც ასეთი, არ მყავს. ჩემი ყოფილი ცოლის ბებია ხანდახან მოდის ხოლმე და მეხმარება. ბავშვების დედა, ენი ახალგაზრდაა და უფრო კლუბური ცხოვრებით ცხოვრობს, თვითონ ვერ გაიზარდა ისე, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს. არაფერს ვაბრალებ. მოდით, არც მწვადს დავწვავ და არც შამფურს და არაფერს ვიტყვი…“, – აღნიშნა ბოლოდროინდელ ინტერვიუში.

გიორგი ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს შვილებთან ერთად. ამჯერად გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ უთვლიან პატარები ნაოჭებს.

ბინა მაჩუქა გუკა რჩეულიშვილმა, არანაირი მიშა, გრიშა და ივანიშვილი იქ არ ყოფილან... 41 შემოვხაზე თავის დროზე და იგივე გვიქნა, რაც მისმა წინამორბედმა - გიორგი ყიფშიძე