საზარელი შემთხვევა, რომელმაც 15 წლის გოგონას ცხოვრება შეცვალა - მან ბოლომდე იბრძოლა სიცოცხლისა და სამართლიანობისთვის, მისმა უმძიმესმა ამბავმა კი ისტორია შეცვალა - მშობლები

საზარელი შემთხვევა, რომელმაც 15 წლის გოგონას ცხოვრება შეცვალა - მან ბოლომდე იბრძოლა სიცოცხლისა და სამართლიანობისთვის, მისმა უმძიმესმა ამბავმა კი ისტორია შეცვალა

2025-12-08 14:03:31+04:00

1978 წლის სექტემბერში კალიფორნიის გზაზე დაიწყო ისტორია, რომელმაც შემდეგ ამერიკის სამართლებრივ სისტემაზე სამუდამო კვალი დატოვა. 15 წლის მერი ვინსენტი ფიქრობდა, რომ ე.წ. ავტოსტოპით მგზავრობა უსაფრთხოდ ჩაივლიდა — ჩაჯდა მანქანაში მამაკაცთან, რომელიც თავაზიან მძღოლად წარუდგა და წაყვანა შესთავაზა. რამდენიმე საათში კი ეს ადამიანი ნამდვილ მონსტრად გადაიქცა.

საშინელი თავდასხმა გზის პირას

სანდო წყაროების თანახმად, მერი ავტოსტოპით მიემგზავრებოდა სახლში, როცა ლოურენს სინგლტონმა წაყვანა შესთავაზა. თავიდან მის ქცევაში საეჭვო არაფერი ჩანდა, თუმცა მალევე გოგონა მიხვდა, რომ მძღოლმა გზიდან გადაუხვია. როცა პროტესტი გამოთქვა, სინგლტონი თავს დაესხა, გაიტაცა და მთელი ღამე სექსუალურად ძალადობდა. დილით, როცა მიხვდა, რომ მერი მის წინააღმდეგ შეძლებდა ჩვენების მიცემას, ორივე ხელი ცულით მოჰკვეთა და გზისპირა ღრმა არხში გადააგდო.

download-1765190796.jpg

დაჭრილმა, ნახევრად გონებადაკარგულმა მერი ვინსენტმა სიცოცხლისთვის ბრძოლა განაგრძო. ჭრილობები მიწით ამოავსო, რათა სისხლდენა შეეჩერებინა, შემდეგ ღრმა ორმოდანაც ამოვიდა. გოგონამ დაახლოებით 3-4 მილის სიგრძის გზა გადალახა დახმარების საძიებლად. საბოლოოდ, გამვლელმა ცოლ-ქმარმა, რომლებიც გზაზე მოძრაობდნენ, სასწაულებრივად გადარჩენილი გოგონა შენიშნეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

lawrence-singleton-1765190839.jpg

გამოძიება და სასამართლო

მერიმ საავადმყოფოში თავდამსხმელის დეტალური აღწერა შეძლო, რის საფუძველზეც სინგლტონი მალევე დააკავეს. სასამართლოზე მერის ჩვენება გადამწყვეტი აღმოჩნდა. 1979 წელს სინგლტონს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა „სანიმუშო ქცევის“ გამო 8 წელიწადში გათავისუფლდა, რამაც საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია...

1997 წელს სინგლტონმა კიდევ ერთი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა — ის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს. ამ ტრაგედიამ ხელისუფლება აიძულა კანონი შეეცვალა. სწორედ ამ შემთხვევის შედეგად დამტკიცდა Singleton Bill — კანონი, რომელიც კრძალავს ვადაზე ადრე გათავისუფლებას მსჯავრდადებულთათვის, რომლებმაც განსაკუთრებით სასტიკი, ძალადობრივი დანაშაული ჩაიდინეს.

მერი ვინსენტის ახალი ცხოვრება

mary-vincent-071725-2-2f087e24db6349c9a8f0920d1a6ad9b6-1765190878.jpg
მერი შვილთან ერთად

მერი ვინსენტი დღეს ცნობილია როგორც ხელოვანი და მსხვერპლთა უფლებების დამცველი. მხატვარი და მოქანდაკეა და საკუთარ პროთეზებსაც თავად ქმნის. "ჩემი ხელები თავად შევქმენი... ისინი ჩემი ძალის სიმბოლოა," - ამბობს მერი.

1920x0-1765191020.jpg

1920x0-1-1765191020.jpg

ახლა 62 წლისაა. პირად ცხოვრებას არ ასაჯაროვებს, თუმცა ცნობილია, რომ ორი შვილი ჰყავს. მშვიდ ცხოვრებას ეწევა მაკგრიფის გვარით. დაქორწინებულია, თუმცა მის მეუღლეზე ოფიციალური ინფორმაცია არასდროს გავრცელებულა.

mary-vincent-ueb-picture-1765190917.jpg