ლიონელ მესის მეუღლეში ხალხს თითქმის ყველაფერი აღაფრთოვანებს, კრიშტიანუ რონალდუს ცოლს კი ხშირად აკრიტიკებენ.
ჯორჯინა როდრიგესი უკვე დიდი ხანია "მაქსიმუმით ცხოვრების" სიმბოლოდ იქცა. მისი სოციალური ქსელები სავსეა კერძო თვითმფრინავებით, ბრილიანტებით, ძვირად ღირებული ჩანთების კოლექციებით, ფუფუნებით სავსე არდადეგებითა და საკუთარი რეალითი შოუდან გადაღებული კადრებით.






ის ღიად აჩვენებს იმ ფუფუნებას, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ცხოვრობს და არ ცდილობს, თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს სხვაგვარად ხდება ყველაფერი. ზოგიერთებისთვის იგი გლამურული ოცნებების ნაწილია, ზოგისთვის კი - ვიტრინა, სადაც სიყვარული ბრენდების უკან იკარგება.
ცოტა ხნის წინ სთხოვა მას ფეხბურთელმა ცოლობა, მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ. როგორც ცნობილია, ჯორჯინა კონსულტანტად მუშაობდა ბრენდულ მაღაზიაში და იქ გაიცნო რონალდომ. თუმცა ბევრი ამბობს, რომ ჯორჯინა პირდაპირ ნადირობდა მილიონერებზე, დადიოდა ბარებში, სადაც მდიდარი მამაკაცები იკრიბებოდნენ და ოცნებობდა მდიდარ და გავლენიან ქმარზე. ასე რომ, რონალდოსთან შეხვედრაც შესაძლოა, სულ არ იყო შემთხვევითობა.
ანტონელა როკუცო აღწერილი სიტუაციის სრულიად საპირისპირო ცხოვრებით ცხოვრობს. მესისთან ერთად გატარებული ბავშვობა, საერთო მეგობრები, ერთი ისტორია ახალგაზრდობიდან. მის სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანს ბავშვები, ოჯახი, ფეხბურთი და ერთად გატარებული უბრალო მომენტები.

.jpg)
.jpg)
პოდიუმის ნაცვლად - სტადიონის ტრიბუნა; ხმამაღალი განცხადებების ნაცვლად - მეუღლის გვერდით ყოფნა. მათ შესაძლებელია, ჩვეულებრივ მაღაზიაში, დაცვის გარეშე სეირნობისას შეხვდე, როგორც სრულიად ჩვეულებრივ წყვილს, რომელიც უბრალოდ ხელჩაკიდებული დადის.



სწორედ ამ კონტრასტზე კამათობენ ადამიანები მუდმივად: რა არის უფრო მნიშვნელოვანი - ბრწყინვალება თუ სიმარტივე? საჯაროდ გამოფენილი ცხოვრება თუ ის, რაც მტკიცებას საერთოდ არ საჭიროებს?