ჰილარია ბოლდუინი (ქალიშვილობის გვარი თომასი) ჰოლივუდის ვარსკვლავის, ალეკ ბოლდუინის, ახალგაზრდა, მომხიბვლელი ცოლია, რომელთანაც, როგორც ჩანს, მან საბოლოოდ იპოვა ოჯახური ბედნიერება. წყვილს უკვე შვიდი შვილი ჰყავს, მიუხედავად 26-წლიანი ასაკობრივი სხვაობისა. ჰილარიას იდეალური ფიგურა აქვს და განასახიერებს ბედნიერი ცოლისა და დედის იმიჯს, უნაკლო რეპუტაციით. მაგრამ ჰოლივუდში ეს "იდეალური" ჰილარია რატომღაც არ უყვართ, ბევრი თვითმარქვიადაც მოიხსენიებს. წყვილის ამბავიც სავსეა კითხვებით.
2002 წელს ბოლდუინი კიმ ბესინჯერთან რთულ განქორწინებას გადიოდა, რასაც თან ახლდა საჯარო სასამართლო დავები ქალიშვილთან - აილენდთან კონტაქტის გამო.

ალეკი და კიმი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად მიიჩნეოდნენ ჰოლივუდში, თუმცა მათი თანაცხოვრება მაინც არ გამოვიდა. ახლაც არ აქვთ კარგი ურთიერთობა, თუმცა ალეკი უფროს ქალიშვილთან - აილენდთან მეგობრობს და მხარს უჭერს კარიერაში.
მტკივნეული განქორწინების შემდეგ, მსახიობი ველურ მოგზაურობაში წავიდა. თითქმის ცხრა წელი მარტო ცხოვრებით ტკბებოდა, სანამ ერთ დღეს, ნიუ-იორკის ჯანსაღი კვების რესტორანში, ეშხიან შავგვრემან ქალს არ გადააწყდა. ეს იყო 27 წლის ჰილარია თომასი, იოგის ინსტრუქტორი და მკაცრი ვეგეტარიანელი. ალეკი მალე გამიჯნურდა. ისინი ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ დაქორწინდნენ და 11 თვის შემდეგ მათი პირველი შვილი დაიბადა. წყვილმა ეს სამაგალითო ისტორია მედიაში არაერთხელ მოყვა, სანამ...
სანამ ერთხელ თავად ბოლდუინს არ წამოცდა, რომ სინამდვილეში ჰილარია მივიდა პირველი მასთან და კომპლიმენტებით აავსო. ნომერიც ჰილარიამ სთხოვა და ბოლდუინმა საკმაოდ უხალისოდ მისცა სავიზიტო ბარათი. ერთი წლის შემდეგ ის მასთან ერთად იდგა საკურთხეველთან.

ჰილარიას „კეთილისმსურველები“ ამბობდნენ, რომ ის ყოველთვის ძალიან ამბიციური და დიდებისკენ მიისწრაფოდა. ჰოლივუდის ვარსკვლავთან ურთიერთობა კი სწორედ ის იყო, რაც სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, მათი ქორწილის შემდეგ, ჰილარიას სოციალურ მედიაში მიმდევრები და შესაბამისად, მისი კურსების მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
დიდი ხნის განმავლობაში, ჰილარია, მომხიბვლელი ესპანური აქცენტით, ამტკიცებდა, რომ მალიორკაზე გაიზარდა. მან შვილებს ლამაზი ესპანური სახელებიც კი შეურჩია დედის ფესვების პატივსაცემად.
მაგრამ 2020 წელს ჰილარიას თანაკლასელების ისტორიები გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ სკოლაში მას ჩვეულებრივი ამერიკული სახელით - ჰილარით იცნობდნენ და ის ბოსტონში გაიზარდა და არა მალიორკაში.
ინტერნეტის ესპანურენოვანმა ნაწილმა ბოლდუინის მეუღლე კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაში დაადანაშაულა. ჰილარიამ კი არგუმენტირებული პასუხი ვერასდროს გასცა. მერე აღიარა, რომ სინამდვილეში ესპანელი არ არის, მაგრამ უყვარს ესპანური კულტურა და ენა და შვილებს ასწავლის. მალიორკაში ბავშვობის ამბავი და აქცენტით თამაშის მიზეზი უპასუხოდ დარჩა.
ჰილარია წარმატებულია როგორც კარიერულად, ისე დედის ამპლუაში - თან იოგის პოპულარული მასწავლებელია და თან 7 შვილის დედაა. მათი პირველი ქალიშვილი, კარმენ გაბრიელა, ქორწილიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში დაიბადა. ორი წლის შემდეგ ბიჭი, რაფაელ ტომასი, დაიბადა. ერთი წლის შემდეგ, მათი მესამე შვილი, ლეონარდო ანხელ ჩარლზი, გაჩნდა. ის ჯერ კიდევ ორი წლისაც არ იყო, როდესაც მათი მეოთხე შვილი, რომეო ალეხანდრო დავიდი, დაიბადა...
ჰილარიამ საჯაროდ აღიარა, რომ ორჯერ ჰქონდა მუცლის მოშლა, რაც ძალიან მძიმედ გადაიტანა. თუმცა, რომეოს დაბადებიდან ორი წლის შემდეგ, მეხუთე შვილი, ედუარდო პაუ ლუკასი, გააჩინა. ხუთ თვეში წყვილმა სუროგატი დედის მეშვეობით გააჩინა მარია ლუსია ვიქტორია. საინტერესოა, რომ სუროგატი დედის მომსახურებით წყვილმა ჰილარიას მეხუთე შვილზე ორსულობის დროს ისარგებლა. მიზეზი გაურკვეველი რჩება. საზოგადოების დაბნეულობა იმდენად დიდი იყო, რომ ბოლდუინის მეუღლე იძულებული გახდა, სოციალურ მედიაში კომენტარები გაეთიშა.




2022 წლის სექტემბერში წყვილის მეშვიდე შვილი და მესამე ქალიშვილი, ილარია კატალინა ირენე დაიბადა. გოგონა ოჯახისთვის უკიდურესად რთულ პერიოდში გაჩნდა, როდესაც ალეკს ფილმ „რასტის“ გადაღების დროს ოპერატორ გალინა ჰატჩინსის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ადანაშაულებდნენ - მსახიობმა პისტოლეტი გაისროლა, რომელიც აღმოჩნდა, რომ სავსე იყო საბრძოლო მასალით და არა ცარიელი ვაზნებით...
ჰილარიამ საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა გარდაცვლილის ახლობლებისა და მისი მეუღლის მიმართ. ვინ იცის, იქნებ წყვილს საზოგადოების რისხვა მეშვიდე შვილის გაჩენით სურდა შეემსუბუქებინა...
ყველა ჭორის მიუხედავად, ჰილარია აქტიურად უზიარებს გულშემატკივრებს დედისა და ფიტნეს მენტორის რანგში არსებულ გამოცდილებას.