რატომ არ უყვართ ჰოლივუდში ალეკ ბოლდუინის 26 წლით უმცროსი ცოლი, რომელთანაც მსახიობს 7 შვილი შეეძინა? - როგორ "გააბა მახეში" ჰილარიამ მილიონერი ვარსკვლავი - მშობლები

რატომ არ უყვართ ჰოლივუდში ალეკ ბოლდუინის 26 წლით უმცროსი ცოლი, რომელთანაც მსახიობს 7 შვილი შეეძინა? - როგორ "გააბა მახეში" ჰილარიამ მილიონერი ვარსკვლავი

2025-12-11 13:08:24+04:00

ჰილარია ბოლდუინი (ქალიშვილობის გვარი თომასი) ჰოლივუდის ვარსკვლავის, ალეკ ბოლდუინის, ახალგაზრდა, მომხიბვლელი ცოლია, რომელთანაც, როგორც ჩანს, მან საბოლოოდ იპოვა ოჯახური ბედნიერება. წყვილს უკვე შვიდი შვილი ჰყავს, მიუხედავად 26-წლიანი ასაკობრივი სხვაობისა. ჰილარიას იდეალური ფიგურა აქვს და განასახიერებს ბედნიერი ცოლისა და დედის იმიჯს, უნაკლო რეპუტაციით. მაგრამ ჰოლივუდში ეს "იდეალური" ჰილარია რატომღაც არ უყვართ, ბევრი თვითმარქვიადაც მოიხსენიებს. წყვილის ამბავიც სავსეა კითხვებით.

მათი შეხვედრის შელამაზებული ისტორია

2002 წელს ბოლდუინი კიმ ბესინჯერთან რთულ განქორწინებას გადიოდა, რასაც თან ახლდა საჯარო სასამართლო დავები ქალიშვილთან - აილენდთან კონტაქტის გამო.

ecm325wthwcgdxxhkiqpqnsexc3ncf6d9e1vcjh5ote-1765445211.webp
ახალგაზრდა ალეკ ბოლდუინი

untitled-22-1765445212.jpg
ალეკი კიმ ბესინჯერთან ერთად

gettyimages-637077102-612x612-1765445212.jpg

ალეკი და კიმი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად მიიჩნეოდნენ ჰოლივუდში, თუმცა მათი თანაცხოვრება მაინც არ გამოვიდა. ახლაც არ აქვთ კარგი ურთიერთობა, თუმცა ალეკი უფროს ქალიშვილთან - აილენდთან მეგობრობს და მხარს უჭერს კარიერაში.

alek4-2-1765445212.jpg
უფროსი ქალიშვილი აილენდ ბოლდუინი

მტკივნეული განქორწინების შემდეგ, მსახიობი ველურ მოგზაურობაში წავიდა. თითქმის ცხრა წელი მარტო ცხოვრებით ტკბებოდა, სანამ ერთ დღეს, ნიუ-იორკის ჯანსაღი კვების რესტორანში, ეშხიან შავგვრემან ქალს არ გადააწყდა. ეს იყო 27 წლის ჰილარია თომასი, იოგის ინსტრუქტორი და მკაცრი ვეგეტარიანელი. ალეკი მალე გამიჯნურდა. ისინი ერთი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ დაქორწინდნენ და 11 თვის შემდეგ მათი პირველი შვილი დაიბადა. წყვილმა ეს სამაგალითო ისტორია მედიაში არაერთხელ მოყვა, სანამ...

სანამ ერთხელ თავად ბოლდუინს არ წამოცდა, რომ სინამდვილეში ჰილარია მივიდა პირველი მასთან და კომპლიმენტებით აავსო. ნომერიც ჰილარიამ სთხოვა და ბოლდუინმა საკმაოდ უხალისოდ მისცა სავიზიტო ბარათი. ერთი წლის შემდეგ ის მასთან ერთად იდგა საკურთხეველთან.

untitled-2-1765445212.jpg

ჰილარიას „კეთილისმსურველები“ ​​ამბობდნენ, რომ ის ყოველთვის ძალიან ამბიციური და დიდებისკენ მიისწრაფოდა. ჰოლივუდის ვარსკვლავთან ურთიერთობა კი სწორედ ის იყო, რაც სჭირდებოდა. რა თქმა უნდა, მათი ქორწილის შემდეგ, ჰილარიას სოციალურ მედიაში მიმდევრები და შესაბამისად, მისი კურსების მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ლეგენდა ესპანურ ფესვებზე

დიდი ხნის განმავლობაში, ჰილარია, მომხიბვლელი ესპანური აქცენტით, ამტკიცებდა, რომ მალიორკაზე გაიზარდა. მან შვილებს ლამაზი ესპანური სახელებიც კი შეურჩია დედის ფესვების პატივსაცემად.

მაგრამ 2020 წელს ჰილარიას თანაკლასელების ისტორიები გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ სკოლაში მას ჩვეულებრივი ამერიკული სახელით - ჰილარით იცნობდნენ და ის ბოსტონში გაიზარდა და არა მალიორკაში.

ინტერნეტის ესპანურენოვანმა ნაწილმა ბოლდუინის მეუღლე კულტურული მემკვიდრეობის მითვისებაში დაადანაშაულა. ჰილარიამ კი არგუმენტირებული პასუხი ვერასდროს გასცა. მერე აღიარა, რომ სინამდვილეში ესპანელი არ არის, მაგრამ უყვარს ესპანური კულტურა და ენა და შვილებს ასწავლის. მალიორკაში ბავშვობის ამბავი და აქცენტით თამაშის მიზეზი უპასუხოდ დარჩა.

მშობიარობის უცნაურობები

ჰილარია წარმატებულია როგორც კარიერულად, ისე დედის ამპლუაში - თან იოგის პოპულარული მასწავლებელია და თან 7 შვილის დედაა. მათი პირველი ქალიშვილი, კარმენ გაბრიელა, ქორწილიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში დაიბადა. ორი წლის შემდეგ ბიჭი, რაფაელ ტომასი, დაიბადა. ერთი წლის შემდეგ, მათი მესამე შვილი, ლეონარდო ანხელ ჩარლზი, გაჩნდა. ის ჯერ კიდევ ორი ​​წლისაც არ იყო, როდესაც მათი მეოთხე შვილი, რომეო ალეხანდრო დავიდი, დაიბადა...

ჰილარიამ საჯაროდ აღიარა, რომ ორჯერ ჰქონდა მუცლის მოშლა, რაც ძალიან მძიმედ გადაიტანა. თუმცა, რომეოს დაბადებიდან ორი წლის შემდეგ, მეხუთე შვილი, ედუარდო პაუ ლუკასი, გააჩინა. ხუთ თვეში წყვილმა სუროგატი დედის მეშვეობით გააჩინა მარია ლუსია ვიქტორია. საინტერესოა, რომ სუროგატი დედის მომსახურებით წყვილმა ჰილარიას მეხუთე შვილზე ორსულობის დროს ისარგებლა. მიზეზი გაურკვეველი რჩება. საზოგადოების დაბნეულობა იმდენად დიდი იყო, რომ ბოლდუინის მეუღლე იძულებული გახდა, სოციალურ მედიაში კომენტარები გაეთიშა.

alec-hilaria-baldwin-people-3-3ffd1121a4ec42cda6c38c340726801c-1765445211.jpg0195c287a7fd6e3609369bfb6096cace-cropped-510x638-1765445211.webpef5c5f696c03ecf2d8251d948d3a5688-1765445211.jpegdownload-1765445211.jpg

2022 წლის სექტემბერში წყვილის მეშვიდე შვილი და მესამე ქალიშვილი, ილარია კატალინა ირენე დაიბადა. გოგონა ოჯახისთვის უკიდურესად რთულ პერიოდში გაჩნდა, როდესაც ალეკს ფილმ „რასტის“ გადაღების დროს ოპერატორ გალინა ჰატჩინსის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ადანაშაულებდნენ - მსახიობმა პისტოლეტი გაისროლა, რომელიც აღმოჩნდა, რომ სავსე იყო საბრძოლო მასალით და არა ცარიელი ვაზნებით...

ჰილარიამ საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა გარდაცვლილის ახლობლებისა და მისი მეუღლის მიმართ. ვინ იცის, იქნებ წყვილს საზოგადოების რისხვა მეშვიდე შვილის გაჩენით სურდა შეემსუბუქებინა...

საჯარო ლანძღვა

ბოლდუინების გულშემატკივრები რომ ფიქრობდნენ, წყვილმა რთული პერიოდი უკან მოიტოვა, მორიგი თემა აგორდა, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ რეალურად მათ შორის დაძაბულობაა და ისინი განქორწინების ზღვარზე არიან.

რესტორან Planet Hollywood-ის გახსნაზე, სადაც ვარსკვლავებმა თავიანთი რეალითი შოუს, The Baldwins-ის შესახებაც ისაუბრეს, ჰილარია პროექტის შესახებ ლაპარაკობდა, რა დროსაც საუბარში მეუღლე ჩაერთო. ქალს ეს არ მოეწონა და ალეკს კამერების წინ უთხრა: "როცა მე ვსაუბრობ, შენ გაჩუმდი." ალეკმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ჰილარიამ კიდევ ერთხელ მკაცრად უთხრა, რომ საუბარი არასოდეს აღარ გააწყვეტინოს... შემდეგ ინტერვიუერს მიუბრუნდა და იხუმრა, რომ ალეკი შოუდან ჩაეხსნათ.

ამ ფაქტის შემდეგ ჭორები, რომ წყვილი დაშორების ზღვარზეა, განსაკუთრებით გააქტიურდა. ალეკ ბოლდუინის გულშემატკივრებს მისი ცოლის ეს ქცევა არ მოეწონათ. ბევრი წერს, რომ მან ქმარი საჯაროდ დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა.

alek-bolduini-8-1743584321.jpgalek-bolduini-6-1743584358.jpg

წყვილი ამბობს, რომ ეს ხუმრობა იყო. თუმცა, გარშემო მყოფებს ამის არ სჯერათ და ამბობენ, რომ ბოლდუინებს ქორწინებაში სერიოზული პრობლემა აქვთ.

"ჰილარიასა და ალეკისათვის რეალითი შოუ გამოცდა იქნება. ჰილარია ძალიან ამბიციური ქალია და ალეკზე აშკარად დომინირებს." - ამბობს ინსაიდერი. გარდა ამისა, ვარაუდეობენ, რომ მათი რეალითი შოუ მალე დაიხურება. პრემიერამ მხოლოდ 680 ათასი მაყურებელი მიიზიდა, მეორე ეპიზოდში კი მაყურებელთა რაოდენობა 420 ათასამდე დაეცა. თუ შოუ დაიხურება, ეს ჰილარიასთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგანაც მან ალეკი დაარწმუნა, რომ ეს პროექტი წამოეწყოთ.

აღსანიშნავია, რომ ალეკ ბოლდუინს გადასაღებ მოედანზე მომხდარი სამწუხარო ინციდენტის შემდეგ კარიერის აღდგენა უჭირს. შოუში მონაწილეობა კი მისთვის დამამცირებელია, თუმცა როგორც ინსაიდერები ამბობენ, რეალითი შოუს გადაღება მისი ცოლის დაჟინებული მოთხოვნაა.