ვის რამდენით ეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან - ბიუჯეტი დამტკიცებულია - მშობლები

ვის რამდენით ეზრდება ხელფასი მომავალი წლიდან - ბიუჯეტი დამტკიცებულია

2025-12-11 17:36:42+04:00

საქართველოს პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხელფასები გაეზრდებათ საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, მათ შორის ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ:პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ბაღის თანამშრომლებს, პირველადი ჯანდაცვის პერსონალს;20%-ით კი -საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს, სკოლის ექიმებსა და მანდატურებს.

ასევე იზრდება პენსიაც. მომავალი წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 594 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.

ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ:პოლიციელებს; ჯარისკაცებს; ბაღის თანამშრომლებს; პირველადი ჯანდაცვის პერსონალს.

20%-ით კი ხელფასები გაეზრდებათ:საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალს, სკოლის ექიმებსა და მანდატურებს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, მომავალი წლიდან იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო. მათ შორის არიან მინისტრები, მათი მოადგილეები, პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილეები, კომიტეტების თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები.

იანვრიდან საბავშვო ბაღებში ყოველდღიური აღრიცხვა პლასტიკური ბარათებით მოხდება: თითოეული აღსაზრდელის მშობელს გადაეცემა მაქსიმუმ, 8 ბარათი... პროგრამა 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს დასწრების აღრიცხვას