"ეს იყო ბოლო წუთები, როცა დედა ვნახე... დავემშვიდობე. 36 ოპერაცია გადავიტანე" - 11 წლის უკრაინელი ბიჭის ისტორია, რომელიც ომმა დაასახიჩრა და უდედოდ დატოვა - მშობლები

"ეს იყო ბოლო წუთები, როცა დედა ვნახე... დავემშვიდობე. 36 ოპერაცია გადავიტანე" - 11 წლის უკრაინელი ბიჭის ისტორია, რომელიც ომმა დაასახიჩრა და უდედოდ დატოვა

2025-12-12 13:48:22+04:00

ევროპარლამენტში რამდენიმე წამი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ დარბაზი გაჩუმებულიყო: 11 წლის უკრაინელი ბიჭი, რომან ოლექსივი, სცენიდან მშვიდი ხმით ჰყვებოდა დღეზე, რომელმაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. თარჯიმანი, რომელიც მის მონათხრობს თარგმნიდა, ემოციებს ვეღარ გაუმკლავდა და ტირილი დაიწყო — თარგმნის გაგრძელება კოლეგას შესთავაზა. ეს კადრები სოციალური ქსელებით სწრაფად გავრცელდა, მაგრამ ვიდეოს უკან რეალური ისტორია გაცილებით მძიმეა.

რა მოხდა ვინიცაში — და რატომ გახდა რომანი ომის ბავშვების სიმბოლო

რომან ოლექსივი ლვოვიდანაა და ომამდე ჩვეულებრივ ბედნიერ ოჯახში იზრდებოდა. ომამდე მამასთან და დედასთან ერთად ლვოვში ცხოვრობდა. მისი მამა, იაროსლავი, კომპოზიტორი და პედაგოგია. დედა, ჰალინა, აკორდეონისტი და მუსიკის მასწავლებელი იყო.

omi-1765536995.png

istoriya-romana-oleksiva-yakyy-vyzhyv-pislya-raketnoho-udaru-po-vinnytsi-6-1765536995.webp

2022 წლის 14 ივლისს ის დედასთან, გალინასთან ერთად, ვინიცაში ექიმის მოსაცდელში იჯდა, როდესაც რუსულმა სარაკეტო შეტევამ ქალაქის ცენტრში მდებარე სამოქალაქო ობიექტებს დაარტყა. იმ დღეს დაიღუპა რომანის დედაც. 2022 წლის 14 ივლისს შავი ზღვიდან მოქმედმა რუსულმა წყალქვეშა ნავმა ვინიცის ცენტრის მიმართულებით სამი „კალიბრის“ ტიპის რაკეტა გაუშვა. თავდასხმის შედეგად სულ 27 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი, ხოლო ასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

screenshot-2025-12-12-142935-1765535833.png

gye8-jfwwaamepn-1765535890.jpg

„ეს იყო ბოლო წუთები, როცა დედა ვნახე. ეს იყო ბოლო მომენტი, როცა მასთან დამშვიდობება შევძელი. ქვების ქვეშ გასრესილი დავინახე, მხოლოდ თმა ჩანდა და მერე ნანგრევებიდან გამოძრომა დავიწყე... მე ძალიან მძიმედ დავიზიანდი. დამწვრობები მივიღე სხეულის დიდ ნაწილზე. ოცდათექვსმეტი ოპერაცია გადავიტანე.იყო დრო, როცა ძალიან მტკიოდა. იყო დრო, როცა ძალიან მეშინოდა. მაგრამ გადავრჩი. ისევ დავბრუნდი სკოლაში. ისევ დავიწყე ცეკვა და დაკვრა. მინდა გითხრათ ყველას: არასდროს დანებდეთ. როცა ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ ძლიერები ვართ“, — თქვა ბიჭმა.

screenshot-2025-12-12-143027-1765535568.png

რომანმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო - შინაგანი ტრავმები და სხეულის დაახლოებით 45%-ის დამწვრობა.

db920a7-boy-survived-russian-missile-attack-on-vinnytsia-1765534157.jpg

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის წერილში ხაზგასმულია, რომ ბავშვის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მან 36 ქირურგიული ჩარევა გადაიტანა, მაგრამ დროულმა დახმარებამ და შემდგომმა მკურნალობამ მისი გადარჩენა შესაძლებელი გახადა.

screenshot-2025-12-12-135207-1765534179.png

c5b8331919628b0b-1765537075.jpg
მამასთან ერთად

მკურნალობა, ოპერაციები და რეაბილიტაცია

ომის პირველი თვეების შემდეგ რომანი მკურნალობასა და რეაბილიტაციას გერმანიაშიც გადიოდა. მის სამედიცინო ისტორიაში არაერთხელ არის ხაზგასმული, რომ რეაბილიტაცია მისთვის მხოლოდ „გადარჩენა“ არ ყოფილა — მან ნელ-ნელა შეძლო დაბრუნებოდა იმას, რაც ბავშვობიდან უყვარდა: მუსიკა და ცეკვა.

screenshot-2025-12-12-143947-1765536004.png

„Romchyk“ — დოკუმენტური ფილმი, რომელიც მის ისტორიას აცოცხლებს

რომანის ისტორია დოკუმენტურ ფილმადაც იქცა: „Romchyk“ — ფილმი, რომელიც ლონდონის გოლდსმითსის უნივერსიტეტი სტუდენტებმა შექმნეს. უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ ფილმი სწორედ რომანის ამბავს ეძღვნება: ვინიცის დარტყმას, დედის დაღუპვას, გერმანიაში მკურნალობას და ძალების აღდგენას, მიუხედავად შიშისა, რომ შესაძლოა ფეხზე ვეღარასოდეს გაევლო.

ევროპარლამენტში მომენტი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

2025 წლის 11 დეკემბერს ევროპარლამენტიდან ემოციური კადრები გავრცელდა, რომლებმაც მსოფლიო მოიარა: დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე რომანმა თავად უამბო დამსწრეთ თავისი ტრაგედია და გადარჩენის ისტორია, თარჯიმანი კი ემოციებს ვეღარ გაუმკლავდა და ატირდა.

ფეიკი „სახლში გაჩენილ ხანძარზე“ — როგორ ცდილობდნენ ისტორიის გადაბრუნებას

რომანის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების პარალელურად, ინტერნეტში გავრცელდა მიზანმიმართული დეზინფორმაციაც: თითქოს ბიჭს დამწვრობა არა რუსული დარტყმისას, არამედ „სახლში გაჩენილი ხანძრის“ გამო ჰქონდა. ეს ვერსია ფაქტჩეკერებმა უარყვეს.