ტორტი-სასახლე და ვარდებით მოჩითული კაბა - ცნობილი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე უმცროსი შვილის დაბადების დღეის ფოტოებს აქვეყნებს - მშობლები

ტორტი-სასახლე და ვარდებით მოჩითული კაბა - ცნობილი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე უმცროსი შვილის დაბადების დღეის ფოტოებს აქვეყნებს

2025-12-14 00:05:04+04:00

ბათუმში მცხოვრები ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე ერთ-ერთი ყველაზე წარმტებულია თავის სფეროში, რადგან ინსტაგრამზე ქართველ ბლოგერებს შორის ყველაზე მეტი - 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მარიამმა ე.წ. ლაქშერი ცხოვრების სტილით გაითქვა სახელი, ამ ბოლო დროს კი საკუთარი ბიზნესით უფრო აქტიურად არის დაკავებული. სამი შვილის დედამ ერთდროულად ორ ქვეყანაში - საქართველოში (ბათუმში) და დუბაიში გადაწყვიტა სალონების გახსნა.

მარიამის მეუღლე კაპიტანია, თუმცა ასევე ჩართულია ოჯახურ ბიზნესში. მასთან ერთად გადაღებულ ყოველ ახალ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოსდევს და 100 ათასამდე მოწონება აქვს ხოლმე.

mariam2-1765657055.png

მესამე შვილის გაჩენის შემდეგ მარიამმაორი ოპერაცია გაიკეთა - მუცლისა და მკერდის ფორმის აღდგენითი ოპერაციები, რომლებიც, მისი თქმით, დასჭირდა სამი საკეისროს შედეგების აღმოსაფხვრელად.

ამჯერად მარიამმა უმცროსი ქალიშვილის - ნიკოლის დაბადების დღის ფოტოები გამოაქვეყნა. პატარა ნიკოლს ულამაზესი ტორტი-სასახლე მიართვეს.

584402806-18544897225013722-8286690580280632537-n-1765657092.jpg

"დღეს ყველაზე ლამაზი და საყვარელი პრინცესა 3 წლის გახდა", - წერს მარიამი სოციალურ ქსელში.

dges-qvelaze-lamazi-1765657093.jpg587416925-18544897195013722-3893168345718903282-n-1765657093.jpg587307768-18544897183013722-3136392269628791836-n-1765657093.jpg587269213-18544897234013722-8590195141418974230-n-1765657092.jpg586688750-18544897243013722-4173024929629337734-n-1765657092.jpg

500 წითელი ვარდი ქმრისგან და გასეირნება ზღვაზე - მარიამ შუკაკიძე დაბადების დღის ემოციებს უზიარებს გამომწერებს
რაც მთავარია, არავისთვის არაფერი წაგვირთმევია, ყველაფერი პატიოსანი შრომით და გახსნილი გონებით არის მოპოვებული... - მარიამ შუკაკიძე ბათუმსა და დუბაიში სალონებს ხსნის