მონტესორის სკოლა - აქ სწავლა სახალისოა! - მშობლები

მონტესორის სკოლა - აქ სწავლა სახალისოა!

2025-12-15 11:17:39+04:00

დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა არ დაკარგოს მთავარი - განვითარების ინტერესი, მოტივაცია და საკუთარი შესაძლებლობების რეალურად გათვითცნობიერების უნარი.სწორედ ამიტომ შეიქმნა მონტესორის სკოლა!

რა არის მონტესორის სკოლა?

ეს არის ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე - სპეციალური პროგრამით, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების ჰარმონიულ განვითარებას მონტესორული მეთოდების გათვალისწინებით:

  • დამოუკიდებელი აზროვნება;
  • შინაგანი დისციპლინა;
  • გამოხატვის უნარები;

ჩვენი სკოლა არ არის მხოლოდ სასწავლო სივრცე - ესაა ადგილი, სადაც ბავშვები სწავლობენ სიყვარულით, თამაშითა და ხალისით.

img-5516-1765783318.jpeg

რა განასხვავებს ჩვენს სკოლას?

🔹მოსწავლეზე ინდივიდუალურად მორგებული გარემო

ჩვენი პროგრამა შექმნილია ისე, რომ თითოეული შეხვედრა იყოს სახალისო და სასიამოვნო თავგადასავალი.

🔹 თვითგანვითარების მხარდაჭერა/ წახალისება

ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ პასუხებს - ჩვენ ვასწავლით როგორ ვიპოვნოთ გამოსავალი სწრაფად და ეფექტურად.

🔹 საზოგადოებრივი გამოცდილება

სკოლა აძლიერებს ბავშვების სოციალურ, ემოციურ და კომუნიკაციურ უნარებს. მოსწავლეები ერთვებიან ერთობლივ თამაშებში, პროექტებსა და ჯგუფურ აქტივობებში.

img-5518-1765783349.jpeg

ჩვენ გთავაზობთ კომბინირებულ სასწავლო პროგრამებს. პრესქულ პროგრამა, რაც განკუთვნილია 5 წლის მოსწავლეებისთვის მოიცავს:

  • სახალისო მათემატიკა, უნარები და ლოგიკური აზროვნება, ინტელექტუალური თამაშები;
  • წიგნიერება და ზოგადი განათლება;
  • ინგლისური ენა (Native speaker);
  • არტ-თერაპია და შემეცნებითი უნარების განვითარება - სენსორულ-მოტორული ფუნქციების გასაუმჯობესებლად;
  • მეტყველება და სოციალური უნარების განვითარება; (ჯგუფებთან მუშაობს ლოგოპედი)
  • სპორტული აქტივობები;
  • ეკოლოგია - მოსწავლეები ისწავლიან როგორ შეიყვარონ, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ გარემოსა და ბუნებაზე.

IB პროგრამა, 𝐈𝐧𝐪𝐮𝐢𝐫𝐲-𝐛𝐚𝐬𝐞𝐝 𝐥𝐞𝐚𝐫𝐧𝐢𝐧𝐠: 7 დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს ვთავაზობთ 𝐈𝐁 პროგრამებს, სადაც აქცენტი კეთდება შემოქმედებითობაზე, თვითგამოხატვაზე, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ანალიზსა და კვლევას.

🪐 𝐈𝐁 პროგრამა ბავშვებს არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას აძლევს, არამედ ასწავლის აზროვნებას, კომუნიკაციასა და გუნდურ მუშაობას.

ასევე, თინეიჯერების ინტერესს იმსახურებს 𝐓𝐞𝐜𝐡 𝐓𝐞𝐞𝐧𝐬 სასწავლო პროგრამა

  • რობოტიკა;
  • კოდინგი;
  • 𝐏𝐲𝐭𝐡𝐨𝐧;
  • 𝐖𝐞𝐛 𝐝𝐞𝐯𝐞𝐥𝐨𝐩𝐦𝐞𝐧𝐭;

პროგრამის ფარგლებში მოსწავლე ეუფლება თანამედროვე ტექნოლოგიებს, ავითარებს ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, იღებს გამოცდილებას იდეების წარმოჩენასა და პრობლემის ეფექტურად გადაჭრაში.

  • img-5519-1765783503.jpeg

რა შედეგებს ვაღწევთ?

✅ ბავშვები სწავლობენ საკუთარი აზრის ღიად გამოხატვას;✅ იზრდება ყურადღება და კონცენტრაცია;✅ ვითარდება წაკითხულის გააზრების, თხრობისა და პრობლემის გადაჭრის უნარები;✅ ვითარდება კრეატიული, დამოუკიდებელი და პოზიტიური აზროვნება.

ეს ყველაფერი ხდება ჰარმონიულ გარემოში, თავისუფალი არჩევანისა და პატივისცემის გათვალისწინებით.

ვისთვის არის ჩვენი საშაბათო სკოლა?

📌 5 - 15 წლის ბავშვებისთვის, რომლებიც:

  • მზად არიან ახალი გამოცდილებისთვის;
  • ენთუზიაზმით ეძებენ კითხვებს და პასუხებს;
  • სურთ შემეცნების პროცესი სახალისო იყოს.

მონტესორის სკოლა არის ადგილი, სადაც სწავლა იწყება სიყვარულით!

სკოლა მდებარეობს ქ. თბილისში, ი.ჭავჭავაძის 17ა (ვაკე)

📞 რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს:

(+995) 579 52 60 60