დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა არ დაკარგოს მთავარი - განვითარების ინტერესი, მოტივაცია და საკუთარი შესაძლებლობების რეალურად გათვითცნობიერების უნარი.სწორედ ამიტომ შეიქმნა მონტესორის სკოლა!
ეს არის ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე - სპეციალური პროგრამით, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების ჰარმონიულ განვითარებას მონტესორული მეთოდების გათვალისწინებით:
▪️ დამოუკიდებელი აზროვნება;
▪️ შინაგანი დისციპლინა;
▪️ გამოხატვის უნარები;
ჩვენი სკოლა არ არის მხოლოდ სასწავლო სივრცე - ესაა ადგილი, სადაც ბავშვები სწავლობენ სიყვარულით, თამაშითა და ხალისით.

▪️ მოსწავლეზე ინდივიდუალურად მორგებული გარემო
ჩვენი პროგრამა შექმნილია ისე, რომ თითოეული შეხვედრა იყოს სახალისო და სასიამოვნო თავგადასავალი.
▪️ თვითგანვითარების მხარდაჭერა/ წახალისება
ჩვენ არ ვასწავლით მხოლოდ პასუხებს - ჩვენ ვასწავლით როგორ ვიპოვნოთ გამოსავალი სწრაფად და ეფექტურად.
▪️ საზოგადოებრივი გამოცდილება
სკოლა აძლიერებს ბავშვების სოციალურ, ემოციურ და კომუნიკაციურ უნარებს. მოსწავლეები ერთვებიან ერთობლივ თამაშებში, პროექტებსა და ჯგუფურ აქტივობებში.

ჩვენ გთავაზობთ კომბინირებულ სასწავლო პროგრამებს. პრესქულ პროგრამა, რაც განკუთვნილია 5 წლის მოსწავლეებისთვის მოიცავს:
▪️ სახალისო მათემატიკა, უნარები და ლოგიკური აზროვნება, ინტელექტუალური თამაშები;
▪️ წიგნიერება და ზოგადი განათლება;
▪️ ინგლისური ენა (Native speaker);
▪️ არტ-თერაპია და შემეცნებითი უნარების განვითარება - სენსორულ-მოტორული ფუნქციების გასაუმჯობესებლად;
▪️ მეტყველება და სოციალური უნარების განვითარება; (ჯგუფებთან მუშაობს ლოგოპედი)
სპორტული აქტივობები;
▪️ ეკოლოგია - მოსწავლეები ისწავლიან როგორ შეიყვარონ, გაუფრთხილდნენ და იზრუნონ გარემოსა და ბუნებაზე.
IB პროგრამა, 𝐈𝐧𝐪𝐮𝐢𝐫𝐲-𝐛𝐚𝐬𝐞𝐝 𝐥𝐞𝐚𝐫𝐧𝐢𝐧𝐠: 7 დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს ვთავაზობთ 𝐈𝐁 პროგრამებს, სადაც აქცენტი კეთდება შემოქმედებითობაზე, თვითგამოხატვაზე, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ანალიზსა და კვლევას.
𝐈𝐁 პროგრამა ბავშვებს არა მხოლოდ საგნობრივ ცოდნას აძლევს, არამედ ასწავლის აზროვნებას, კომუნიკაციასა და გუნდურ მუშაობას.
ასევე, თინეიჯერების ინტერესს იმსახურებს 𝐓𝐞𝐜𝐡 𝐓𝐞𝐞𝐧𝐬 სასწავლო პროგრამა
▪️ რობოტიკა;
▪️ კოდინგი;
▪️ 𝐏𝐲𝐭𝐡𝐨𝐧;
▪️ 𝐖𝐞𝐛 𝐝𝐞𝐯𝐞𝐥𝐨𝐩𝐦𝐞𝐧𝐭;
პროგრამის ფარგლებში მოსწავლე ეუფლება თანამედროვე ტექნოლოგიებს, ავითარებს ანალიტიკურ და კრიტიკულ აზროვნებას, იღებს გამოცდილებას იდეების წარმოჩენასა და პრობლემის ეფექტურად გადაჭრაში.

▪️ ბავშვები სწავლობენ საკუთარი აზრის ღიად გამოხატვას;
▪️ იზრდება ყურადღება და კონცენტრაცია;
▪️ ვითარდება წაკითხულის გააზრების, თხრობისა და პრობლემის გადაჭრის უნარები;
▪️ ვითარდება კრეატიული, დამოუკიდებელი და პოზიტიური აზროვნება.
ეს ყველაფერი ხდება ჰარმონიულ გარემოში, თავისუფალი არჩევანისა და პატივისცემის გათვალისწინებით.
5 - 15 წლის ბავშვებისთვის, რომლებიც:
▪️ მზად არიან ახალი გამოცდილებისთვის;
▪️ ენთუზიაზმით ეძებენ კითხვებს და პასუხებს;
▪️ სურთ შემეცნების პროცესი სახალისო იყოს.
მონტესორის სკოლა არის ადგილი, სადაც სწავლა იწყება სიყვარულით!
სკოლა მდებარეობს ქ. თბილისში, ი.ჭავჭავაძის 17ა (ვაკე)
რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს:
(+995) 579 52 60 60
R