მშობლებს შთაგონებისთვის გამოადგებათ ყველას, ვისაც ბავშვი გაუზრდია, აღზრდის შესახებ თავისი მოსაზრებები აქვს. ეს პროცესი იმდენად ფაქიზია და ისეთ შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს, რომ შეუძლებელია, მიაღებულმა გამოცდილებამ გონივრული დასკვნები არ გაგაკეთებინოს.
ბევრი ასეთი დასკვნა ფრთიან ფრაზადაც ქცეულა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს და ველით თქვენგანაც - გულწრფელს და იუმორნარევს.
როცა ცნობილ მწერალს ანტუან სენტ-ეგზიუპერის ჰკითხეს: "ბავშვის განებივრება შეიძლება?", მან უპასუხა: "აუცილებლად გაანებივრეთ, თორემ ვინ იცის, მოზრდილობაში რა განსაცდელი ელის".
"არ აქციოთ ბავშვი კერპად, თორემ რომ გაიზრდება, მსხვერპლს მოგთხოვთ".
"გაუფრთხილდით თქვენი შვილების ცრემლებს, თუ გინდათ, რომ თქვენს საფლავზე დაღვარონ".
"ადამიანი, რომელიც ადამიანურ ღირსებას პატივს სცემს, ეს პირველ რიგში საკუთარი შვილის პატივისცემით უნდა დაამტკიცოს."
"ამბობთ, რომ ბავშვები გღლიან და ამას შემდეგნაირად ხსნით: "მათ სიმაღლემდე უნდა დაეშვა, დაიხარო, ჩაიმუხლო"... ცდებით. გღლიან იმიტომ, რომ მათი გრძნობების სიმაღლემდე უნდა ამაღლდეთ, გაიჭიმოთ, ფეხის წვერებზე დადგეთ.
"ბავშვები, სანამ ბავშვები არიან, ვალდებულნია არიან, რომ მშობლების ნებას დაემორჩილონ, სამაგიეროდ, მზად უნდა იყვნენ, რომ ბოლომდე ბავშვებად არ დარჩნენ".
"არასოდეს აიძულოთ ბავშვი, რომ სამართალს სასჯელის ფასად მიაღწიოს, არც გონება განუვითაროთ გულის ხარჯზე".
"ბავშვს მისაბაძი მაგალითი სჭირდება და არა კრიტიკა".
"უფროსებმა ბავშვისგან უნდა ისწავლონ, რომ საქმეს ბოლომდე არ მიეჯაჭვონ და თავისუფლები დარჩნენ".
"ბავშვს სიბრალური კი არ უჩვენო, ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩაუტარე".