9 წლის უსახლკარო ბიჭუნა „მაკდონალდსიდან” გამომავალ შუქზე მეცადინეობს... - საოცარი ფოტო და ბიჭის ამბის გაგრძელება - მშობლები

9 წლის უსახლკარო ბიჭუნა „მაკდონალდსიდან” გამომავალ შუქზე მეცადინეობს... - საოცარი ფოტო და ბიჭის ამბის გაგრძელება

2025-12-17 22:47:45+04:00

ეს ფოტო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა ინტერნეტსივრცეში, 10 წლის წინანდელია. ის 2015 წელს სტუდენტმა ჯოის გილოს-ტორეფრანკამ ფილიპინების ქალაქ მანდაუეში გადაიღო და დაამტკიცა, რომ სოციალური მედიის გამოყენება არა მხოლოდ სელფების გაზიარებისთვის, არამედ კეთილი საქმეებისთვისაც შეიძლება. ჯოისმა უსახლკარო ბიჭი გადაიღო, რომელიც ადგილობრივი მაკდონალდსის შუქზე საშინაო დავალებას ასრულებდა.

un-1765998472.jpg

ფოტო რამდენიმე დღეში ვირუსულად გავრცელდა. აღმოჩნდა, რომ ბიჭის სახელი იყო დანიელ კაბრერა და ის ცხრა წლის იყო. მამა ადრე გარდაეცვალა და დედასთან, კრისტინა ესპინოზასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა ღია ცის ქვეშ, უკედლო, ბრეზენტით შემოსაზღვრულ სივრცეში, რადგან მათი სახლი დაიწვა და უსახლკაროდ დარჩნენ. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, დანიელი აგრძელებდა სწავლას და პოლიციელობაზე ოცნებობდა...

11061665-1010235805662470-4268851204616242188-n-1-3520388-1765998660.jpg

ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა პატარა ბიჭის ცხოვრება, რომ არა ეს ფოტო. დანიელმა და მისმა დედამ მთელი მსოფლიოდან მიიღეს შემოწირულობები. დედამ ასევე მიიღო გრანტი სპონსორებისგან საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, ხოლო ბიჭმა - სტიპენდია ფილიპინელი პოლიტიკოსებისგან. ასევე მისი ამბით დაინტერესდა "მაკდონალდსის" ადგილობრივი წარმომადგენლობა და დანიელს სწავლაში მხარდაჭერა აღუთქვეს.

„არასდროს მიფიქრია, რომ ერთ ფოტოს შეეძლო, ვინმეს ცხოვრების ასე შეცვლა. გმადლობთ გაზიარებისთვის. ამის წყალობით, ჩვენ შევძელით დანიელს დავხმარებოდით. იმედი მაქვს, ამ ბიჭის ისტორია აქ არ დასრულდება და გააგრძელებს ჩვენს შთაგონებას, რათა მივაღწიოთ ცხოვრებაში ნებისმიერ მიზანს“, - წერდა მოგვიანებიღ ჯოისი თავის Facebook გვერდზე.

რამდენიმე წელიწადში დანიელმა დაწყებითი, ე.წ. ელემენტარული სკოლა დაასრულა და ზედა საფეხურზე გადავიდა. ამ ფაქტის აღსანიშნავად, "მაკდონალდსმა" მას და მის უბნელებს წვეულება მოუწყო, სწორედ იმ ფილიალში, რომლის წინაც გადაიღეს ბიჭუნა წლების წინ.

boy-study-thumb-2019-05-20-16-45-47-1765998471.jpgimg-20190516-151934-768x658-1765998471.jpg