მარიტა ჯანაშია და თემო საჯაია მეორე შვილის მოლოდინში - "მაისში ვიზეიმებ მეორედ მამობას..." - მშობლები

მარიტა ჯანაშია და თემო საჯაია მეორე შვილის მოლოდინში - "მაისში ვიზეიმებ მეორედ მამობას..."

2025-12-18 23:54:32+04:00

კიდევ ერთი ცნობილი შოუბიზნესური წყვილია შვილის მოლოდინში - მარიტა ჯანაშია და თემო საჯაია მაისში მეორედ გახდებიან მშობლები.

მარიტა და თემო 5 წელია ერთად არიან.

471873007-18480326452044194-7660254448718405846-n-1766089202.jpg

481768423-9361460640564124-6297847712591670086-n-1766089202.jpg

მათი ვაჟი - ბექა 4 წლისაა. ბექას მარიტამ მამის პატივსაცემად დაარქვა ეს სახელი. როგორც ცნობილია, მარიტა ცნობილი მსახიობის მარი ჯანაშიას შვილიშვილია.

483100235-2742891405903556-8477891754404331464-n-1766089202.jpg515855556-2856896474503048-6587828073978948616-n-1766089203.jpg

პატარა ბექას, რომელსაც მოფერებით კრუასანს ეძახიან მშობლები, მალე ძამიკო ეყოლება.

- ჯერ ბოლომდე ვერ აცნობიერებს და მეც არ მინდა დავტვირთო ძალიან ემოციურად. პატარაა, 4 წლისაა. თან წინასწარ არ მიყვარს რაღაცების კეთება, საწოლის აწყობა, ტანსაცმლის ყიდვა. ბავშვთანაც ჯერ არ მილაპარაკია... ჯერ 4 თვის ორსული ვარ. ყველაფერს თავისი დრო აქვს... - ამბობს მარიტა.

603041432-18549889417044194-215590255928342283-n-1766089203.jpg602029106-18549889399044194-6941421385874703447-n-1766089203.jpg603032828-18549889387044194-5452347970926593071-n-1766089203.jpg