რობ რაინერის ვაჟს სიკვდილით დასჯა ემუქრება მშობლების მკვლელობისთვის - საქმის ახალი დეტალები - მშობლები

რობ რაინერის ვაჟს სიკვდილით დასჯა ემუქრება მშობლების მკვლელობისთვის - საქმის ახალი დეტალები

2025-12-19 08:38:24+04:00

ამ სასტიკმა მკვლელობამ მართლაც შეძრა ჰოლივუდი. ცნობილიწყვილის ცხედრები 14 დეკემბრის შუადღისას აღმოაჩინეს ლოს-ანჯელესის სახლში. ოჯახის წარმომადგენლებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ მსხვერპლები 78 წლის რობ რაინერი და მისი მეუღლე, 70 წლის ფოტოგრაფი და პროდიუსერი მიშელ რაინერი იყვნენ.

თავდაპირველად პოლიცია მსხვერპლთა ვინაობას საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ საქმემ მალევე ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. წყვილის ვაჟი - ნიკ რაინერი ცხედრების აღმოჩენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ის იქვე ახლოს იმყოფებოდა და დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. რამდენიმე დღეში გამომძიებლებმა საქმის მასალები პროკურატურას წარუდგინეს და ლოს-ანჯელესის ოლქის უმაღლეს სასამართლოში ხუთგვერდიანი ბრალდება შეიტანეს, რომელიც ორი პირველი ხარისხის მკვლელობის ბრალდებას მოიცავს.

ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორმა ნათან ჰოჩმანმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ინციდენტს ღრმა ტრაგედია უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ საქმეს მაქსიმალური სიფრთხილით გამოიძიებდნენ. მან განაცხადა, რომ ნიკს წაყენებული ბრალდებების თანახმად, ან სამუდამო პატიმრობა პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე, ან სიკვდილით დასჯა ემუქრება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, მოითხოვს თუ არა პროკურატურა სიკვდილით დასჯას, ჯერ არ არის მიღებული.

400x600-1-13c9f83354f6e3cf87a5b8dc4fd892eb2333x3500-0xgd5trnfp-7938805631821178180-1766119532.jpg.webp

სიკვდილით დასჯის საკითხის განხილვისას პროკურატურა მრავალ ფაქტორს ითვალისწინებს, მათ შორის მსხვერპლთა ნათესავების პოზიციას: „ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიმოქმედოთ არა მხოლოდ კანონის ფარგლებში, არამედ ოჯახის გრძნობების პატივისცემითაც“.

საქმის მასალების თანახმად, თავდასხმის დროს გამოყენებული იყო ცივი იარაღი. გამოძიებასთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, რომ დაზიანებების ხასიათი დანით მრავლობით მიყენებულ ჭრილობებზე მიუთითებს, თუმცა რაინერების სახლში მომხდარი ინციდენტის დეტალები ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა.

რამდენიმე გამოცემა, სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით, ოჯახის რთულ ურთიერთობაზე ავრცელებს ინფორმაციას. სავარაუდოდ, ტრაგედიის წინა დღეს, კომიკოს კონან ო’ბრაიენის მიერ ორგანიზებულ სადღესასწაულო წვეულებაზე, ნიკსა და მის მშობლებს შორის ცხარე კამათი მოხდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ცნობილია, რომ ნიკი მრავალი წლის განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. თავად მან არაერთხელ ისაუბრა 15 წლის ასაკში რეაბილიტაციის ცენტრში პირველად ყოფნის შესახებ, ხოლო მოგვიანებით, უსახლკარობის პერიოდები ჰქონდა და მკურნალობაზე უარი თქვა. მისი ცხოვრების ეს ეპიზოდები საფუძვლად დაედო ფილმს „ჩარლიდ ყოფნა“, რომელიც რობ რაინერმა შვილთან ერთად გადაიღო, მათი პირადი ისტორიით შთაგონებულმა.

400x600-1-084a19a5ebf0c398e33b040b9106c3d1962x1443-0xihunncyd-5495866076823466339-1766119532.jpg.webp

„ეს იყო ყველაზე პირადი რამ, რაც კი ოდესმე გამიკეთებია“, - თქვა რეჟისორმა ინტერვიუში. ფილმი მოგვითხრობს ნარკოტიკებზე დამოკიდებული ახალგაზრდა მამაკაცის ისტორიას და მისი ოჯახის მცდელობებს, გადაარჩინონ შვილი.

არც ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორმა და არც ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა არ დააკონკრეტეს, იმყოფებოდა თუ არა ნიკ რაინერი ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ დაკავების დროს. ასევე არ არის ცნობილი, მისცა თუ არა მან რაიმე ჩვენება გამომძიებლებს. ბრალდებულს წარმოადგენს ცნობილი ადვოკატი ალან ჯექსონი. პირველი სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს არის დაგეგმილი.

506x600-1-8b61e91c43b07e6f3e353dffb22461813033x3600-0xsuiceuzz-1083709971754321510-1766119532.jpg.webp