სკანდალი ჰოლივუდში: ელვის პრესლის შვილიშვილი შესაძლოა, ჯონ ტრავოლტას უმცროსი შვილის ბიოლოგიური დედა აღმოჩნდეს - მშობლები

სკანდალი ჰოლივუდში: ელვის პრესლის შვილიშვილი შესაძლოა, ჯონ ტრავოლტას უმცროსი შვილის ბიოლოგიური დედა აღმოჩნდეს

2025-12-19 09:48:39+04:00

ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ერთგულ კავშირად ჯონ ტრავოლტასა და მისი მეუღლის, მსახიობ კელი პრესტონის, ქორწინება ითვლებოდა. წყვილმა თითქმის 30 წელი გაატარა ერთად კელი პრესტონის გარდაცვალებამდე. ის 2020 წელს ძუძუს კიბოსგან დაიღუპა. ამ წლების განმავლობაში მათ სამი შვილი შეეძინათ.

წყვილის უფროსი ვაჟი, ჯეტი, 2009 წელს 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზი ეპილეფსიური შეტევა გახდა, რომელიც კავასაკის სინდრომს უკავშირდებოდა. მოგვიანებით ტრავოლტასა და პრესტონს კიდევ ორი შვილი შეეძინათ — ქალიშვილი ელლა, რომელიც ამჟამად 25 წლისაა და ვაჟი ბენჯამინი, რომელიც დღეს 15 წლისაა.

957x1200-1-029a6d3820333a4bb2329a057dc4e8d71027x1288-0xextrwibt-5638717477894297246-1766123592.png

თუმცა, როგორც ირკვევა, წლების განმავლობაში ტრავოლტას ოჯახი მნიშვნელოვან საიდუმლოს ინახავდა. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ბენჯამინის ბიოლოგიური დედა შესაძლოა ელვის პრესლის შვილიშვილი — მსახიობი რაილი კიო აღმოჩნდეს, რომელიც ახლა 36 წლისაა.

ეს ინფორმაცია სასამართლო დავის დროს გამჟღავნდა, რომელიც პრისცილა პრესლის ყოფილ თანამშრომელს, ბრიჯიტ კრუზს, და პროსცილას ვაჟს, ნავარონე გარიბალდს შორის მიმდინარეობს. კრუზმა გარიბალდი კონტრაქტის დარღვევაში დაადანაშაულა, ხოლო საქმის მასალებში მოულოდნელად ტრავოლტას ოჯახის თემაც ამოტივდივდა.

სასამართლო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ რაილი კიომ ჯონ ტრავოლტასა და კელი პრესტონს საკუთარი კვერცხუჯრედები გადასცა, რადგან კელი ჯანმრთელობის მიზეზების გამო ვეღარ ახერხებდა შვილის გაჩენას. ასევე ირკვევა, რომ წყვილი თავდაპირველად რაილის დედის — ლიზა მარი პრესლის — კვერცხუჯრედების გამოყენებას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ ამ გეგმაზე უარი თქვეს, რადგან ნარკოდამოკიდებულების პრობლემა გაჩნდა. სკანდალურ მასალებში წერია, რომ ამ შეთანხმების სანაცვლოდ რაილი კიომ ძველი Jaguar და 10 000-დან 20 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

798x1200-1-06b48f82e0a487ac7088b6aa6d12fc4c862x1296-0xvxxkagic-7793709547352208662-1766123615.png

სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორისაა ჩანაწერები ხელოვნური განაყოფიერებისა და უნაყოფობის მკურნალობის კლინიკების კონტაქტებით, სადაც ჯონ ტრავოლტასა და კელი პრესტონის სახელები ფიგურირებს, ასევე შეტყობინებების სკრინშოტები, სადაც ბენჯამინი მოხსენიებულია, როგორც „პრისცილა პრესლის ლამაზი შვილთაშვილი“. ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი დეტალი — ბიჭს იგივე სახელი ჰქვია, რაც რაილი კიოს ძმას, ბენჯამინს, რომელმაც 2020 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

959x1200-1-c854361c77c031167e7cd19b06ac41f51041x1302-0xlwj9tiw2-3497564480120408556-1766123640.png

ბრიჯიტ კრუზის თქმით, რაილი კიოს მამინაცვალი, მუსიკოსი მაიკლ ლოკვუდი, ამ ინფორმაციას წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა და საჭირო მომენტში ფინანსური სარგებლის მისაღებად გამოიყენებდა. მისი მტკიცებით, სწორედ ახლა გადაწყვიტა ლოკვუდმა ამ ისტორიის გამოყენება, რათა თავისთვის და პრესლისთან საერთო ქალიშვილებისთვის — 17 წლის ტყუპისთვის, ჰარპერისა და ფინლისთვის, კომპენსაცია მიეღო.

თავად მაიკლ ლოკვუდი სასამართლოში ამ ბრალდებებს უარყოფს. „ეს სრული სიგიჟეა. ამ ამბის შესახებ არაფერი მსმენია,“ — განაცხადა მუსიკოსმა.

რაილი კიო ლიზა მარი პრესლის უფროსი ქალიშვილია. ლიზა მარი 1989 წელს დედა პირველად გახდა, როცა დენი კიოსთან ქორწინებაში რაილი გააჩინა. ამავე ქორწინებაში შეეძინა ვაჟი ბენჯამინიც, რომლის ტრაგიკული გარდაცვალება დედისთვის უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა — მედიის ცნობით, ლიზა მარი გარდაცვლილი შვილის სხეულს სახლში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ინახავდა.

976x1200-1-6888242e05dbc72396dd6b1a31367a011052x1294-0x9f4ww8by-0999407399735557166-1766123658.png

ლიზა მარი პრესლი მოგვიანებით მაიკლ ჯექსონის, ნიკოლას ქეიჯისა და მაიკლ ლოკვუდის მეუღლეც იყო. სწორედ ლოკვუდთან შეეძინა მას ტყუპი ქალიშვილები — ჰარპერი და ფინლი. 2023 წელს ლიზა მარი პრესლი თავადაც გარდაიცვალა.

რაც შეეხება რაილი კიოს პირად ცხოვრებას, მსახიობი 2015 წელს კასკადიორ ბენ სმიტ-პიტერსენზე დაქორწინდა. 2022 წელს წყვილს ქალიშვილი — ტუპელო სტორმი — შეეძინა, ხოლო მიმდინარე წლის სექტემბერში კიო მეორედ გახდა დედა. ორივე შვილი სუროგატი დედისგან გაჩნდა.