"შვილი რომ თქვენთან ცხოვრობდეს, კარიერულ განვითარებაში ხელი შეგეშლებოდათ?" - ლინდა ადამიას გულახდილი პასუხი, რატომ ზრდის მის შვილს ბებია და როგორ განიცადა ფიზიკური ტრანსფორმაცია - მშობლები

"შვილი რომ თქვენთან ცხოვრობდეს, კარიერულ განვითარებაში ხელი შეგეშლებოდათ?" - ლინდა ადამიას გულახდილი პასუხი, რატომ ზრდის მის შვილს ბებია და როგორ განიცადა ფიზიკური ტრანსფორმაცია

2025-12-23 08:05:18+04:00

მომღერალი ლინდა ადამია „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო. სხვა თემებთან ერთად, ისაუბრა ფიზიკურ ტრანსფორმაციაზე და შვილის აღზრდასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

- ბარიატრია გავიკეთე. 8 წელი ვიტანჯებოდი ზედმეტი წონით. მქონდა მცდელობები, ჯანსაღიც და არაჯანსაღიც, ვარჯიში, დიეტები და ძაან ბევრი ვიწვალე, მაგრამ შედეგს ვერ ვაღწევდი. საბოლოოდ გადავწყვიტე ბარიატრიის გაკეთება. ამ რისკმა ჩემს შემთხვევაში გაამართლა. გარეგნობის გარდა, იმანაც გადამაწყვეტინა, რომ ბოლოს უკვე ჯანმრთელობას ეხებოდა... როცა ჩავდექი ფორმაში, მომინდა ჩამეცვა ლამაზი კაბა, მოკლე, ამას მოჰყვა ის, რომ "ტიტველმა იაროს ბარემ".

linda-1766463694.png

ასევე ისაუბრა მისი და მისი მეუღლის - ტატუ არტისტ დათუნა ყიასაშვილის 11 წლის შვილზე. შეკითხვაზე, შვილი რომ თქვენთან ცხოვრობდეს, კარიერულ განვითარებაში ხელი შეგეშლებოდათ? ლინდამ უპასუხა, რომ ასეა.

- დროის უქონლობის გამო. ჯარჯი რომ დაიბადა 20 წლის ვიყავი, არ ვიდექით ფინანსურად მყარად მე და დათუნა და ჩემმა მშობლებმა შემომთავაზეს, რომ მოდი, ჩვენ შეგიწყობთ ხელს. გრაფიკიც ისეთია, ღამე გვიწევდა მუშაობდა, ხან რომელ ქალაქში ვიყავი, ხან სად. ფიზიკურად დრო არ მქონდა. დედამ უნდა მიაქციოს ბევრი ყურადღება ამ დროს. ამაში ჩემმა მშობლებმა შემიწყვეს ხელი, დედაჩემმა და ჩემმა მამობილმა გაზარდეს. როგორც კი თავისუფალ დროს გამოვძებნი, ყოველთვის მასთან ერთად ვატარებ, სადმე მივდივართ, მასთან ვრჩებით, ან ის რჩება ჩვენთან... ქვეყნიდან რომ მივდივარ, ან ქალაქს ვტოვებ, დარწმუნებული ვარ, რომ დედაჩემი ისე მიხედავს ჩემს შვილს, არაფერზე ვინერვიულებ. სად ძიძა რომ გაზრდის შენს შვილს და სად - საკუთარი დედა.

დათუნაც დაეთანხმა ლინდას:

- მეც ასე ვფიქრობ. ლინდასაც შეეშლებოდა ხელი კარიერაში და მეც. რთულია ძაან ყველაფერი...