ბათუმელმა ინფლუენსერმა მარიამ შუკაკიძემ ქალიშვილს დაბადების დღე მრავალსართულიანი ტორტით გადაუხადა (ფოტოები) - მშობლები

ბათუმელმა ინფლუენსერმა მარიამ შუკაკიძემ ქალიშვილს დაბადების დღე მრავალსართულიანი ტორტით გადაუხადა (ფოტოები)

2025-12-23 15:59:39+04:00

ბათუმში მცხოვრები ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე ერთ-ერთი ყველაზე წარმტებულია თავის სფეროში, რადგან ინსტაგრამზე ქართველ ბლოგერებს შორის ყველაზე მეტი - 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მარიამმა ე.წ. ლაქშერი ცხოვრების სტილით გაითქვა სახელი, ამ ბოლო დროს კი საკუთარი ბიზნესით უფრო აქტიურად არის დაკავებული. სამი შვილის დედამ ერთდროულად ორ ქვეყანაში - საქართველოში (ბათუმში) და დუბაიში გადაწყვიტა სალონების გახსნა.

მარიამის მეუღლე კაპიტანია, თუმცა ასევე ჩართულია ოჯახურ ბიზნესში. მასთან ერთად გადაღებულ ყოველ ახალ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოსდევს და 100 ათასამდე მოწონება აქვს ხოლმე.

მესამე შვილის გაჩენის შემდეგ მარიამმა ორი ოპერაცია გაიკეთა - მუცლისა და მკერდის ფორმის აღდგენითი ოპერაციები, რომლებიც, მისი თქმით, დასჭირდა სამი საკეისროს შედეგების აღმოსაფხვრელად.

ამჯერად მარიამმა ერთ-ერთი ქალიშვილის - მართას დაბადების დღის ფოტოები გამოაქვეყნა. მართა 7 წლის გახდა და ბარბის მრავალსართულიანი ტორტით აღუნიშნეს ეს დღე.

happy-birthday-1766491665.jpg

happy-birthday2-1766491666.jpghappy-birthday-3-1766491666.jpghappy-birthday-4-1766491666.jpg

საშინელ ავტოკატასტროფაში მოვყევი... სასწაულად გადავრჩი... რომ ამბობენ, თვალის ცემა არსებობსო, მგონი ზუსტად ეგ დამემართა - მარიამ შუკაკიძე
500 წითელი ვარდი ქმრისგან და გასეირნება ზღვაზე - მარიამ შუკაკიძე დაბადების დღის ემოციებს უზიარებს გამომწერებს
რაც მთავარია, არავისთვის არაფერი წაგვირთმევია, ყველაფერი პატიოსანი შრომით და გახსნილი გონებით არის მოპოვებული... - მარიამ შუკაკიძე ბათუმსა და დუბაიში სალონებს ხსნის