ცნობილი კარდიოქირურგი ლეო ბოკერია 86-ე დაბადების დღეზე ქართულად ამღერდა (ვიდეო) - მშობლები

ცნობილი კარდიოქირურგი ლეო ბოკერია 86-ე დაბადების დღეზე ქართულად ამღერდა (ვიდეო)

2025-12-23 20:13:47+04:00

ცნობილ კარდიოლოგ ლეო ბოკერიას, მეტსახელად „ექიმ გულს", რომელიც წლებია, რუსეთში მოღვაწეობს და მსოფლიო კარდიოქირურგიის მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევა, 86 წელი შეუსრულდა. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში, სადაც ბოკერია 1994 წლიდან დირექტორია და ბოლო წლებამდე ოპერაციებსაც ატარებდა, ეს დღე კოლეგებმა მიულოცეს. ბოკერიამ ქართული სიმღერით მიმართა შეკრებილ აუდიტორიას.

...ლეო ბოკერია 1939 წლის 22 დეკემბერს დაიბადა ოჩამჩირეში. 3 წლის იყო, როცა მამამისი მოულოდნელად გარდაიცვალა და დედამ, რომელიც ფოთიდან იყო, გადაწყვიტა, დაქვრივებული, სამი შვილით ფოთში დაბრუნებულიყო. სწორედ ამ ქალაქში გაიზარდა მომავალი ექიმი და ხშირად ამბობს, რომ ფოთი მისი საყვარელი ადგილია.

ამბობს, რომ სკოლაშივე იცოდა, მედიცინას აირჩევდა, თუმცა თავდაპირველი გეგმა ქირურგია იყო.

1959 წელს, მეორე ცდაზე, ბოკერიამ მოსკოვში, სეჩენოვის სახელობის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა. იქ გაეცნო კარდიოლოგიას, შემთხვევითმა შეხვედრამ კი მისი ცხოვრების გზა განსაზღვრა და კარდიოლოგიას ახალი სახე შესძინა მისი სახით. ამბობენ, რომ მისმა პირველმა ექსპერიმენტებმა წამყვანი ექიმების და მეცნიერების ყურადღება მიიპყრო. მალევე მიიწვიეს პრაქტიკული საქმიანობის - უშუალოდ ოპერაციების ჩასატარებლად და სახელიც გაითქვა. ამბობს, რომ 20 ათასამდე ოპერაცია აქვს ჩატარებული და ბევრი უახლესი მეთოდი დაუნერგავს პრაქტიკაში.ლეო ბოკერიას სახელზე ასობით პატენტია იმ გამოგონებებზე, რომლებიც პაციენტებისა და ექიმების ცხოვრებას აადვილებს. ესენია უკიდურესად დაბალი ტემპერატურის გამოყენების მეთოდები, პლაზმური და ლაზერული კაუტერიზაცია, სრული შესასვლელი სარქვლის იმპლანტაცია და უსადენო კარდიოსტიმულატორი. გამოგონებებთან ერთად, მიიჩნევა ცხოვრების ჯანსაღი წესის აქტიურ პროპაგანდისტად და ხშირად ვრცელდება მისი სხვადასხვა რეცეპტი თუ რჩევა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

negshlgnpe-1766514046.webp

რუსეთში მალე გაითქვა სახელი და მას გავლენიანი და ცნობილი ადამიანებიც მიმართავდნენ დასახმარებლად. არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა კომიტეტში, საზოგადოებრივ საბჭოებში.

ცნობილია ასევე, რომ მას ანდობდა თავის ჯანმრთელობას ბორის ელცინი. მას ენდობა, როგორც ექიმს, და დიდ პატივს სცემს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი თხოვნით, ორჯერ, 2012 და 2018 წლებში იყო რეგისტრირებული, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატისა და მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, სანდო წარმომადგენელი...

ბოლო პერიოდში ბოკერიას პოლიტიკურ პრეფერენციებზე არ უთქვამს საჯაროდ არაფერი, თუმცა შარშან 85-ე დაბადების დღე პუტინმა ოფიციალურად მიულოცა.

cde5c129fda8959-1766514046.jpg

პირადი ცხოვრება

ცნობილი ქირურგი და მისი მეუღლე, ოლგა ალექსანდროვნა, 50 წელზე მეტია ერთად არიან. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს - მისი მეუღლეც ექიმია. ასევე ექიმები არიან მათი ქალიშვილები. ლეო ბოკერიას ორი შვილი და შვილიშვილები ჰყავს და ამბობს, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი მისი ოჯახია. ცოლი, რომელიც დღემდე ძალიან უყვარს და შვილები, რომლებთანაც ძალიან მეგობრობს.

nrgrlshld-1766514046.webp

leo-bokeriya-s-zhenoj-1766514046.jpgge7npgsh-1766514046.webp

ბოლო წლებში ოპერაციებს აღარ აკეთებს,მეტ დროს ატარებს ასპირანტებთან და რეზიდენტებთან, დადის ვიზიტებზე, კითხულობს ლექციებს ათეროსკლეროზისა და სხვა დაავადებების შესახებ.

leo-antonovich-bokeriya-prezident-nacionalnogo-medicinskogo-issledovatelskogo-centra-serdechno-sosud-1766514046.jpg

საუზმე აჩუქე მტერს – ცნობილი ქართველი ექიმის რევოლუცია დიეტოლოგიაში