გია ყარყარაშვილის ქალიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ: "ორი სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნია: გია - მე­ო­მა­რი, ანუ დაჭ­რამ­დე ვინც იყო და გია - დაჭ­რის შემ­დეგ...  25 წლის ბიჭს უდიდესი პასუხისმგებლობები ჰქონდა აღებული" - მშობლები

გია ყარყარაშვილის ქალიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ: "ორი სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნია: გია - მე­ო­მა­რი, ანუ დაჭ­რამ­დე ვინც იყო და გია - დაჭ­რის შემ­დეგ...  25 წლის ბიჭს უდიდესი პასუხისმგებლობები ჰქონდა აღებული"

2025-12-25 13:20:42+04:00

მარიამიეროვნული გვარდიის და აფხაზეთის ჯარების ყოფილი სარდლის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ-მაიორგია ყარყარაშვილიერთადერთი შვილია. მას საზოგადოება მასობრივად არ იცნობს, რადგან საჯაროდ არასდროს გამოჩენილა.

მარიამი მამას წიგნზე - "სამშობლოს ამარა“ მუშაობისას გვერდით აქტიურად დაუდგა. მასთან ერთად გაიარა მამის მიერ გავლილი ურთულესი გზა და როგორც ამბობს, შესაბამისად სულ სხვა გია ყარყარაშვილი გაიცნო...

ის ახლა ambebi.ge-ს სტუმარია. გთავაზობთმარიამ ყარყარაშვილისექსკლუზიურ ინტერვიუს.

- მარიამ, როგორ გაგვეცნობით?

- 31 წლის ვარ, საბანკო სფეროში ვმუშაობ, დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში ჩამოვედი, აქამდე 15 წელი საფრანგეთში ვცხოვრობდი. იქ დავამთავრე სკოლა, უნივერსიტეტი და მუშაობაც იქვე დავიწყე. მამას წიგნზე მანამდე დისტანციურად ვმუშაობდი. მერე წიგნის გამო, 4 წლის წინ, აქ ხშირი ჩამოსვლა დავიწყე და შემოვრჩი. ამიტომ, ბოლო 6 თვეა, აქ მუშაობა დავიწყე და დავფუძნდი. ჩემი მეუღლე ფრანგია და ახლა საქართველოში ერთად ვცხოვრობთ.

- ბევრმა ალბათ არც იცის, რომ გენერალ-მაიორის გია ყარაშვილის შვილი ხართ. მასობრივად რატომ არ გიცნობენ?

- მიზეზი ალბათ მაინც ის არის, რომ ამდენი წელი საქართველოში არ ვიყავი, მეორე ისაა, რომ გიაც ბოლო წლებია, ვიდრე წიგნი გამოვიდოდა, ერიდებოდა მედიაში გამოჩენას. 2010-2011 წლებში რომ მიიღო გადაწყვეტილება, მასობრივად აღარ გამოჩენილიყო, იმ გადაწყვეტილებას მიჰყვებოდა. შესაბამისად, მეც ამის გამო ნაკლებად ვჩანდი. თან თავის წინ წამოწევაც დიდად არ მიყვარს. ფართო საზოგადოება არა, თუმცა გიას წრეში კარგად მიცნობენ.

- როგორია მათი ემოციები, ვინც იგებს, რომ გია ყარყარაშვილის შვილი ხართ?

- არ მქონია ისეთი შემთხვევა, რომ ვიღაცას უარყოფითად შეეფასებინა ის, რომ მე გიას შვილი ვარ. პირიქით, სულ თავის დახრა მიწევდა და მიწევს, როდესაც იგებენ, რომ გიას შვილი ვარ, ისეთ პატივისცემას გამოხატავენ, რომ მერიდება...

მასზე ყოველთვის ისტორიებს მიყვებოდნენ. ასე ხდებოდა და ხდება ყველგან - თბილისშიც და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. ყველგან თბილ დახვედრას გვიწყობდნენ, პატივისცემას ვგრძნობდი, არ მქონია ისეთი შემთხვევა, რაიმე უარყოფითი მომესმინა. სამაგიეროდ, რეალური ცხოვრებისგან განსხვავებულია სოციალური მედია. იქ პოსტებზე ზოგჯერ ისეთი რაღაცები მხვდება, რაც რეალურ ცხოვრებაში, ფაქტობრივად, არც მსმენია და არც გამიგია... ადრეულ წლებში იყო ასეთიც, რომ გაიგებდნენ, გიას შვილი ვიყავი, ეგონათ, ამას რამეში გამოვიყენებდი. ეს უფრო ადრე ხდებოდა, როცა გია პოლიტიკური ფიგურა იყო, - რაღაცნაირად გონებაში ჩამრჩა. ჩემ შემთხვევაში არასდროს ყოფილა ისე, გიას სახელი ან გამომეყენებინა, ან სადმე მეტრაბახა და ამის აფიშირება მომეხდინა. ეს რომ არასდროს ყოფილა, ჩემ გარშემო ყველამ იცის. ასეთი მიდგომა მაღიზიანებდა...

- მამის მიერ განვლილი გზა რას იწვევს თქვენში და პირადად როგორ აფასებთ?

- მის განვლილ გზაზე რომ ვლაპარაკობთ, აქ ორი სხვადასხვა ადამიანია. გია - მეომარი, ანუ დაჭრამდე ვინც იყო და გია - დაჭრის შემდეგ... დაჭრამდე მას არ ვიცნობდი, რადგან დაბადებული არ ვიყავი. 1994 წლის მაისში დავიბადე, 1995 წელს კი დაიჭრა. მასზე თუ რამე ვიცოდი, მხოლოდ მოყოლილი ისტორიებით. ამ მოყოლილ ისტორიებში სუპერ გმირებს რომ უყურებ ფილმებში, ჩემთვის ასეთი ადამიანი იყო... 2000-იან წლების დასაწყისში, 7-8 წლის ასაკში მართლა არარეალურ ისტორიებს ვისმენდი და ბევრ რაღაცას ვერ ვიაზრებდი, თუნდაც ომის მასშტაბებს. ამიტომ ჩემს თვალში და წარმოდგენაში გია რაღაც სუპერ ჰიროს დონეზე იყო, მაგრამ წიგნზე მუშაობისას, ამ ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი რამ სხვანაირად დავინახე. ამიტომაც იყო ეს წიგნი ჩემთვის მნიშვნელოვანი, იმ სუპერ ჰიროშო, რომელსაც მანამდე შორიდან ვიცნობდი, რეალურად მეომარი გია ყარყარაშვილი აღმოვაჩინე და გავიცანი. თვითონ კი წერდა ამას 15 წლის განმავლობაში, მაგრამ ერთად ორ წელიწად ნახევარი აქტიურად ვიმუშავეთ. ეს მუშაობის პროცესი დღეში 4-5 საათი საუბარი იყო. ბოლოს და ბოლოს, როგორც ვთქვი, სუპერ ჰიროს მიღმა რეალური ადამიანი გავიცანი.

ამ რეალურ ადამიანს, 25 წლის ბიჭს საქართველოს მასშტაბით დიდი სამხედრო ცოდნა და მის ასაკში საკუთარ თავზე აღებული უდიდესი პასუხისმგებლობები ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა