50 წლის ანჯელინა ჯოლის მორიგ გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "ის საკუთარ თავს აღარ ჰგავს..." - მშობლები

50 წლის ანჯელინა ჯოლის მორიგ გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - "ის საკუთარ თავს აღარ ჰგავს..."

2026-01-04 11:53:05+04:00

ანჯელინა ჯოლიმ საახალწლო დღეები ქველმოქმედებასა და ჰუმანიტარულ მისიას დაუთმო და ეგვიპტესა და ღაზას სექტორს შორის სასაზღვრო ზონას ეწვია, რათა ჰუმანიტარული დახმარების მსვლელობას გაცნობოდა. 50 წლის ვარსკვლავი ფოტოობიექტივებში მოხვდა და რასაკვირველია, მის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Анджелина Джоли

original-1767514820.webporiginal-2-1767514820.webporiginal-1-1767514820.webp

მსახიობი მინიმალური მაკიაჟით იყო, რუხ უბრალო სვიტერში, გაშლილი თმით. ფოტოების კომენტარებში უამრავი ადამიანი წერდა, რომ ენჯი თავის თავს აღარ ჰგავს, ნაადრევად დაბერდა და ბევრად ცუდად გამოიყურება, ვიდრე ჰოლივუდის მასზე ბევრად უფროსი ვარსკვლავები. ბევრი იმაშიც ადანაშაულებდა, რომ თავი მიუშვა ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ.

თუმცა რეალურად, ანჯელინა ფესტივალებზე და პრემიერებზე კვლავ ეფექტურია, გამოსასვლელი კაბით და მაკიაჟით. ძირითადად მისი სიგამხდრე იწვევს ხოლმე ყურადღებას, თუმცა ესეც არ არის ახალი ამბავი.

angelina-jolie-brunello-1767514820.webpthumb-angelina-jolie-numero-1767514820.jpg

ცოტა ხნის წინ "თაიმისთვის" გადაიღო ფოტოები და მასტექტომიაზე ისაუბრა.

17659596120548-1767514819.jpg