ნატალია ქუთათელაძე იშვიათ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - "ყველაფერი ლამაზიც და მტკივნეულიც..." - მშობლები

ნატალია ქუთათელაძე იშვიათ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - "ყველაფერი ლამაზიც და მტკივნეულიც..."

2026-01-05 13:13:02+04:00

"ყველაფერი ლამაზი, ყველაფერი მტკივნეული. მადლიერებით 2025" - წერს მომღერალი ნატალია ქუთათელაძე და ოჯახურ კადრებს აქვეყნებს გასული წლიდან - ნანისთან, მეუღლესთან, შვილთან ერთად.

everything-beautifu-1-1767604650.jpg

everything-beautiful-everything-painful88-1767604653.jpgeverything-beautifu6-1767604652.jpgeverything-beautifu-3-1767604651.jpgeverything-beautiful-4-1767604651.jpgeverything-beautiful2-1767604650.jpgeverything-beautifu-5-1767604651.jpg

ასევე, გარდაცვლილი მამის ფოტოებს, რომელიც სწორედ გასულ წელს დაკარგა მან.

everything-beautiful9-1767604652.jpgeverything-beautiful7-1767604652.jpg

მერაბ ქუთათელაძე ეკა მამალაძის მეორე მეუღლე იყო, რომელსაც დაქვრივების შემდეგ გაჰყვა ცოლად და მათ რამდენიმე წელი იცხოვრეს ერთად. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ასე იხსენებდა მომღერალი ამ ამბავს:

"...ჩემი და გოგის ბედნიერება მხოლოდ 8 წელი გაგრძელდა. გოგი ბოლო 2 წელი ავადმყოფობდა, ვერავინ გაიგო, საიდან დაემართა ის ავადმყოფობა…

26 წლის ასაკში ორი ბავშვით მარტო დავრჩი. გოგი რომ გარდაიცვალა, ლევანიკო 7 წლის იყო (იმ წელს შევიდა სკოლაში), გოგიკო კი 5-ის ხდებოდა. ამ ტკივილის გადატანა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ბუნებით მებრძოლი ქალი ვარ, შეიძლება შინაგანად განადგურებული ვიყო, მაგრამ გარეგნულად არ ვიმჩნევ. რაც უნდა ცუდი მოხდეს, თუ ადამიანი აქ, ამქვეყნად რჩება, ის უკვე გადარჩენილია. უფალი გაძლევს იმის შანსს, რომ შენ იარსებო. არასოდეს უნდა იფიქრო, რომ ცხოვრება დამთავრდა და აღარავის შეხვდები. მე ეს არასოდეს მიფიქრია. თუ ამ შემართებით იცხოვრებ, ყოველთვის გექნება რაღაცის ინტერესი და ყოველთვის იქნები ქალი. მე ასე ვიქცევი ხოლმე, არადა რამდენიმე წელი დამჭირდა, სტრესიდან რომ გამოვსულიყავი.

...31 წლის ასაკში მერაბ ქუთათელაძეს გავყევი ცოლად. ის ბიოლოგი გახლავთ, მაგრამ თავისი პროფესიით არ უმუშავია. ლევანიკოს კლასელის მშობლების ახლობელი იყო და მათთან გავიცანი. მერე მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს, იქ სწავლობდა. დავმეგობრდით. მამაკაცში ყველაზე ძალიან განათლება, ინტელექტი და ერუდიცია მომწონდა და მერაბიც სწორედ ასეთი გახლდათ. მას ჩემს ბიჭებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დედაჩემთანაც მეგობრობდა, მაგრამ მისი ცოლობა იმიტომ უფრო გადავწყვიტე, რომ თავისუფალი იყო, მეუღლე არც ერთს გვყავდა, ორივენი მარტო ვიყავით და ოჯახის დანგრევის პრობლემა არ გვქონდა. აუცილებელია ადამიანს, მით უფრო ქალს, გვერდით ვიღაც ჰყავდეს. შვილები დაიზრდებიან და წავლენ, რადგან თავიანთი ცხოვრება აქვთ, შენ კი მარტო რჩები, ამიტომ ცხოვრების მეგობარი უნდა გყავდეს…

მე და მერაბმა ვიქორწინეთ. “ოცნება ამისრულდა”, – გავიფიქრე, როდესაც ნატალია შემეძინა. ის იყო ჩემი ოცნების ახდენა.

518169-1760283504.jpg

ნატალია 1991 წელს გაჩნდა და საქართველოში ომი, არეულობაც დაიწყო, მაგრამ იმდენად გახარებული ვიყავი, რომ ამას ვერც ვგრძნობდი. სახლში გათბობაც არ გვქონდა, მე კი ბედნიერი ვიყავი, რადგან მთელი ჩემი ოჯახი ჩემთან იყო, ბებია (ნატალია წელიწადნახევრის იყო, ცაბუ რომ გარდაიცვალა), ბაბუა, ჩემი ბიჭები, დედა და საყვარელი ადამიანი. ყველანი სამზარეულოში ვისხედით, რადგან იქ თბილოდა. ნატალიას კალათა სამზარეულოს მაგიდაზე გვედგა, სადაც ჩვენი პატარა იწვა, უფროსები კი ღუმელთან ვიყავით მოკალათებული და ათას რამეზე ვლაპარაკობდით. ასე გადავიტანეთ მძიმე დღეები.

mamaladze2-1760283504.jpg

ნატალია 12-13 წლის იყო, როდესაც მე და მერაბი დავშორდით. არც მე და არც მას ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ… ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა, ალბათ ასეც ხდება ცხოვრებაში. ჩემთვის მიუღებელია, შვილების გულისთვის ცოლ-ქმარმა ერთად იცხოვრონ, მაგრამ სულ ჩხუბი და კამათი ჰქონდეთ. ამით შვილებს უფრო დააზარალებ. ნატალია ჩვენს გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მშვიდად შეხვდა. ალბათ ეს მშობლებზეც არის დამოკიდებული. მას ბებია ტატულისთან და მამიდასთან, მარიკასთან, ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ბავშვი ახლობლებს არ მოვწყვიტე. ტატული 53-ე სკოლის დირექტორი იყო (ნატალიამ ეს სკოლა დაამთავრა). მარიკა კი კერძო სკოლა “XXI საუკუნის” დირექტორია. ჩემი გოგონასთვის ის დღემდე უერთგულესი მამიდაა".

natalia-1767605017.png

საახალწლო წვეულება ნანი ბრეგვაძის სახლში - ბევრი სიმღერით და ცნობილი სტუმარ-მასპინძლით (ვიდეო)