გარდაიცვალა ცნობილი პედიატრი ნანა ნარეკლიშვილი - მშობლები

გარდაიცვალა ცნობილი პედიატრი ნანა ნარეკლიშვილი

2026-01-09 19:47:43+04:00

თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა პედიატრ ნანა ნარეკლიშვილის გარდაცვალების შესახებ იუწყება:

"თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პედიატრ ნანა ნარეკლიშვილის გარდაცვალების გამო. ქალბატონი ნანა მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს საავადმყოფოს, როგორც მაღალი პროფესიონალიზმის, დიდი პასუხისმგებლობისა და ადამიანური სითბოს მქონე ექიმი. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის, პაციენტებისთვის და მთელი სამედიცინო საზოგადოებისთვის. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს".

ნანა ნარეკლიშვილი იყო ექიმი პედიატრი, რეანიმატოლოგი, 35-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის, ევროპის ალერგოლოგთა ასოციაციის, ევროპის რესპირაციული საზოგადოების და საქართველოს პედიატრთა საზოგადოების წევრი.