"შეიცვალა ჩვენი სამყაროს ცენტრი... საერთოდ სხვა გემო აქვს ცხოვრებას... ჩემთვის ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, როცა ნიკო შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში" - თეა სიჭინავა ნანატრ დედობაზე - მშობლები

"შეიცვალა ჩვენი სამყაროს ცენტრი... საერთოდ სხვა გემო აქვს ცხოვრებას... ჩემთვის ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, როცა ნიკო შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში" - თეა სიჭინავა ნანატრ დედობაზე

2026-01-12 15:02:31+04:00

ჟურნალისტი თეა სიჭინავა ერთი წლის წინ გახდა დედა. ნანატრ დედობაზე, ახალ ცხოვრებაზე და ახალ წელზე ერთი წლის ნიკოლასთან ერთად მან "იმედის დღეში" ისაუბრა.

- თუ გადავავლებ თვალს ჩემს ცხოვრებას, ორი ადამიანი ვართ - ერთი ადამიანია ნიკოს დაბადებამდე და ერთი ადამიანია ნიკოს დაბადების შემდეგ. შეიცვალა ჩვენი სამყაროს ცენტრი და გახდა ნიკოლა. ნიკოლა ჩვენი შარშანდელი საახალწლო საჩუქარია, პირველ დეკემბერს დაიბადა. მისთვის, ასე ვთქვათ, პირველი გააზრებული ახალი წელია. გავძელით12 საათამდე, რომ დასწრებოდა ყველაფერს და ძალიან მოეწონა ფეიერვერკები. ყველაზე მთავარი მისია ქალისთვის არის დედობა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. მეკითხებიან ხოლმე ჩემი მეგობრები, ფიქრობ, რომ აქამდე დრო დაგიკარგავსო? კი, ნამდვილად დამიკარგავს. საერთოდ სხვა გემო აქვს ცხოვრებას. ყოველდღიურობაშიც ყველაფერი ყირაზე დადგა. ახლა ნიკოა ჩვენი პრიორიტეტი და ცენტრი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ნიკომ ახალი ენერგიის წყარო გაგვიხსნა. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ სულ სადღაც გავიყვანო, ყველგან დავატარებ.

untitled-2-1768216855.jpg

როცა ეძინება და თავს დამადებს მხარზე, სხვანაირად არ იძინებს, ესაა ყველაზე სასიამოვნო მომენტი დღის განმავლობაში.

ასე ვამბობ ხოლმე, ჩემთვის ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, როცა ნიკო შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და შეცვალა ყველაფერი, მართლა უკეთესობისკენ, ბედნიერებისკენ და სიხარულისკენ.