ციფრულ ეპოქაში გაიზარდა მთელი თაობა, რომელმაც ბავშვობიდანვე ჭარბი ინფორმაციის პირობებში დაიწყო ცხოვრება. მუდმივი შეტყობინებები, ვიზუალური სტიმულები, სოციალური ქსელები - ეს ყველაფერი არა მხოლოდ ყოველდღიურობას, არამედ აზროვნების სტილს, ქცევებსა და აღქმასაც ცვლის.
რა ფსიქოლოგიური თავისებურებები აქვს თანამედროვე Z თაობას და როგორ აიხსნება მათი, ერთი შეხედვით უცნაური ქცევები.
Z თაობა ჩამოყალიბდა გარემოში, სადაც სხვების შეფასება გახდა ცხოვრების მთავარი ორიენტირი. ისინი ხშირად საკუთარ გამოცდილებასა და რეალობას კი არ ეყრდნობიან, არამედ - იმ სურათებსა და რეაქციებს, რომლებიც ეკრანიდან უბრუნდებათ.
ამ თაობისთვის დამახასიათებელია მუდმივი თვითპრეზენტაცია: არა ცხოვრების განცდა, არამედ მისი ჩვენება; არა მოქმედება, არამედ მოქმედების იმიტაცია. ამავე დროს, ზუმერები უკიდურესად მგრძნობიარენი არიან შეფასების მიმართ და პარადოქსულად ძალიან მძიმედ გადააქვთ ის. ფსიქოლოგიური ტკივილის ზღვარი დაბალია, რადგან ტკივილის გადატანას კი არ სწავლობენ, არამედ მის თავიდან აცილებას.
ეს თაობა სუსტი არ არის — მას უბრალოდ შიდა საყრდენი აკლია. ბავშვობიდანვე ისინი მიჩვეულნი არიან გარე გამოხმაურებას და არა საკუთარი თავის განცდას. დაღლილობა მოდის არა სამუშაოსგან ან ტემპისგან, არამედ მუდმივი შეუსაბამობისგან იმ იდეალურ იმიჯთან, რომელსაც ციფრული გარემო ნორმად ასაღებს.
შედეგად, ზუმერები ცხოვრობენ მუდმივ დაძაბულობაში: შედარება, თვითკრიტიკა, შთაბეჭდილების კონტროლი, „არასაკმარისობის“ შიში. ეს სხეულის დაღლა არ არის — ეს არის გამოფიტვა სხვისი ცხოვრებით ცხოვრებისგან.
ციფრული გარემო სიღრმესა და გააზრებაზე არ არის გათვლილი. ინფორმაცია სწრაფად იცვლება და იშვიათად იქცევა გამოცდილებად.
ამის გამო:
როცა მთავარი საზომი გარე იდეალია, დროთა განმავლობაში იქმნება განცდა, რომ მას ვერ ეწევი. სოციალური ქსელები სავსეა ლამაზ, მაგრამ არარეალურ სურათებით, რაც თვითშეფასებას აზიანებს და იწვევს ქრონიკულ უკმაყოფილებას საკუთარი თავით.
იდეალური იმიჯები მთელ სივრცეს კავებს. ადამიანს რჩება მხოლოდ მათი გამეორება. ასეთი კოპირება კლავს შემოქმედებითობას და აძლიერებს ტკივილს საკუთარი უნიკალურობის დაკარგვის გამო.
გოგონებისთვის თავსმოხვეულია იდეალური სილამაზის სტანდარტები, ბიჭებისთვის — ფული, ძვირადღირებული ატრიბუტები და წარმატების დემონსტრაცია. ასე იწყება უსასრულო რბოლა იმ მიზნებისკენ, რომლებიც ხშირად არც კი არის ადამიანის ნამდვილი სურვილი.
შედეგიც პროგნოზირებადია: მიზნის მიღწევის შემთხვევაშიც კიკმაყოფილება არ მოდის.
ზუმერები უკიდურესად მგრძნობიარენი არიან ნებისმიერი შეფასების მიმართ. ისინი თითქოს არ აძლევენ საკუთარ თავს შეცდომის უფლებას. ტკივილი არ გადის, ის იმალება.
„ცხოვრება არხეინად“, „ფულის ადვილად შოვნა“, „მარტივი წარმატება“ — ეს ნარატივები ხშირად მხოლოდ ნიღაბია. რეალურად, მათ უკან დაბალი თვითშეფასება და დაუმუშავებელი ბავშვობის ტრავმები დგას.
ზუმერებში გადადება ხშირად არა სიზარმაცეს, არამედ დაწყების შიშს უკავშირდება. წარსულში წარუმატებლობები ქვეცნობიერ მუხრუჭს აჩენს. საინტერესოა, რომ დაწყების შემდეგ მათ ხშირად შეუძლიათ გაგრძელება და დასრულებაც — უბრალოდ პირველი ნაბიჯი უჭურთ სჭირდებათ და გარედან სტიმული სჭირდებათ.
ციფრულ სივრცეში ურთიერთობა ხშირად პრეზენტაციად იქცა. სურვილი, „საინტერესო იყო“, ხშირად ცვლის სურვილს, სხვა ადამიანით დაინტერესდე. სინამდვილეში, შინაგანი ინტერესი სხვების მიმართ ქმნის ნამდვილ მიმზიდველობას და არა ხმაურიანი თვითგამოჩენა.