UFC-ს პირველი ქალი ჩემპიონის მძიმე გზა წარმატებამდე - ოჯახური ტრაგედია, ბულინგი სკოლაში და გამარჯვებებად ქცეული ტრავმები - მშობლები

UFC-ს პირველი ქალი ჩემპიონის მძიმე გზა წარმატებამდე - ოჯახური ტრაგედია, ბულინგი სკოლაში და გამარჯვებებად ქცეული ტრავმები

2026-01-16 11:13:35+04:00

პროფესიონალი მოჭიდავე, მსახიობი და შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და ძიუდოისტი რონდა როუზი ცხრა წლის იყო, როცა მამა ავტოფარეხში ჩამომხრჩვალი იპოვა, ხოლო თხუთმეტი წლის შემდეგ UFC-ში პირველი ქალი ჩემპიონი გახდა. მისი ისტორია ნამდვილად შთამაგონებელი და ბევრისთვის მოტივაციაა.

ოჯახური ტრაგედია და მძიმე ბავშვობა

რონდა ჯინ როუზი 1987 წლის 1-ელ თებერვალს კალიფორნიაში დაიბადა. ისრონდა ენ-მარია დე მარსის და რონ როუზის ქალიშვილია. ორი და ჰყავს. დედა, ენ-მარია დე მარსი ტიტულოვანი ძიუდოისტი და პირველი ამერიკელი ქალია, რომელმაც 1984 წელს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. შვილების წამოზრდის შემდეგ, რონდას დედამ სწავლა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის მიმართულებით დაიწყო.

მისი მამინაცვალი აერონავტიკის ინჟინერია. ბიოლოგიურმა მამას კი დიდი ტრაგედია უკავშირდება, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვა როუზს.

მან ქალიშვილებთან ერთად ციგურებით სრიალის დროს ხერხემალი დაიზიანა. მას ქრონიკული ტკივილები დარჩა. მას შემდეგ, რაც მამაკაცმა შეიტყო, რომ მთელი ცხოვრება პარალიზებული დარჩებოდა, თავი მოიკლა. გარდაცვლილი მამა პატარა როუზმა აღმოაჩინა.

ronda-rouzi-8-1768547983.jpg

რონდა როუზი მშობლებთან და დებთან ერთად

რონდას დაბადებიდან მეტყველების პრობლემები ჰქონდა, რაც თანდაყოლილი იყო და რთულ მშობიარობას უკავშირდებოდა. როდესაც 3 წლის იყო, მშობლებმა საცხოვრებელი ადგილიც კი შეიცვალეს და იმ ქალაქში გადავიდნენ, სადაც მეტყველების თერაპიებს ატარებდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვს მეტყველება გამოესწორებინა. თუმცა გარკვეული პრობლემები დიდხანს გაჰყვა. ამის გამო და "მამაკაცური" აღნაგობის გამოც, სკოლაში ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი.

"მრცხვენოდა, რომ ზედმეტად მამაკაცური ვიყავი. სკოლაში ყველა იდიოტად აღმიქვამდა. 16 წლის ვიყავი, როდესაც მამაკაცს მადარებდნენ. რომ გავიზარდე, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ეს ხალხი იდიოტია." - თქვა მან.

გოგონას თავდაპირველად ძიუდოში ჩემპიონი დედა ავარჯიშებდა. დედა საკმაოდ მკაცრი იყო და სურდა, რონდას საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოევლინა. "2002 წლიდან 2005 წლამდე ვარჯიშის დროს, ალბათ, ყოველ ღამე ვტიროდი", - გაიხსენა რონდამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ronda-rouzi-4-1768547968.jpg

ჩემპიონი

ჩვიდმეტი წლის ასაკში იგი პეკინის ოლიმპიადაზე ყველაზე ახალგაზრდა ძიუდოისტი გახდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე იყო პირველი ამერიკელი ქალი, ვინც ძიუდოში ოლიმპიური მედალი მოიპოვა. თუმცა ოლიმპიადის შემდეგ მალევე ფულის გარეშე დარჩა და ბარმენად მუშაობდა.

2007 წლის თებერვალში 70 კგ წონით კატეგორიაში გადავიდა, სადაც მსოფლიოს სამ უძლიერეს ქალს შორის ითვლებოდა. რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

mv5bmjmzotywody4nf5bml5banbnxkftztgwnzi2ody4nte-1768573395._V1_.jpg

რამდენიმე წლის შემდეგ შერეულ ორთაბრძოლებში გადავიდა. UFC-ის პრეზიდენტი დანა უაიტი საჯაროდ აცხადებდა, რომ ქალები ოქტაგონში არასდროს იბრძოლებდნენ, თუმცა რონდამ თავისი პირველი ექვსი ბრძოლა წუთზე ნაკლებ დროში ნოკაუტით მოიგო და UFC აიძულა, სპეციალურად მისთვის ქალთა დივიზიონი შეექმნა.

ის პრომოუშენის ისტორიაში პირველი ქალი ჩემპიონი გახდა და დაამტკიცა, რომ სქესი ძალას არ განსაზღვრავს...

ronda-rouzi-1-1768548015.jpg
რონდა როუზი

როუზიმ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) კარიერა ოფიციალურად 2011 წელს King of the Cage-ით დაიწყო. მალევე ის Strikeforce-ში გადავიდა და კომპანიის ბოლო ჩემპიონი გახდა. შემდეგ აღნიშნული კომპანია UFC-ის შემადგენლობაში გადავიდა. UFC -ის ისტორიაში პირველი ჩემპიონი გახდა მსუბუქ წონაში. იგი MMA-დან 2016 წელს წავიდა და 2018 წელს UFC-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს - პირველი ქალი გახდა, ვისაც ეს პატივი ერგო.

ronda-rouzi-2-1768548043.jpg
რონდა როუზი

როუზი ერთადერთი ქალია, რომელმაც UFC-სა და WWE-ში ჩემპიონატები მოიგო და ერთადერთი ქალია, რომელმაც ორივე კომპანიაში pay-per-view შოუ დახურა. 2015 წელს, ESPN-ის გულშემატკივრების გამოკითხვის მიხედვით, იგი ყველა დროის უდიდეს ქალ სპორტსმენად დასახელდა, ხოლო Fox Sports-მა მას "XXI საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტსმენი" უწოდა.

ronda-rouzi-7-1768548071.jpg
რონდა როუზი

წარმატებების შემდეგ როუზი ასევე გამოჩნდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "შეუჩერებელნი 3" (2014), "ფორსაჟი 7" (2015) და "მილი 22" (2018), ხოლო 2015 წელს ავტობიოგრაფია "ჩემი ბრძოლა/შენი ბრძოლა" დაწერა.

ronda-rouzi-3-1768548096.jpg
რონდა როუზი

როუზი 2017 წელს MMA მებრძოლზე, ტრევის ბრაუნზე დაქორწინდა. ის ორი შვილის დედაა და ახლა ოჯახს კარიერაზე წინ აყენებს. აქტიური საბრძოლო კარიერა აღარ აქვს.

როგორც ცნობილია, მას ცხოველები განსაკუთრებით უყვარს და საქველმოქმედო კამპანიებში ხშირად ერთვება.

ronda-rouzi-101-1768548119.jpg
რონდა როუზი მეუღლესთან და შვილთან ერთად

ronda-rouzi-12-1768548151.jpg
რონდა როუზი მეუღლესთან და შვილთან ერთად

ronda-rouzi-10-1768548171.jpg
რონდა როუზი შვილთან ერთად