2025 წლის გაზაფხულზე დაწყებული სკანდალი წლის ბოლოს დასასრულს მიუახლოვდა. ბიზნესმენმა, მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ხუბუტიამ, თავისი შვილის დედაზე, იულია ვანზე, ნაჯახით თავდასხმისთვის, ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო. 29 წლის ვანმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა.
იულია ვანმა, რომელიც იძულებული გახდა, ხუბუტიას მუქარის გამო ქალიშვილთან ერთად საზღვარგარეთ გაქცეულიყო, სასამართლო პროცესი დაასრულა. „სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა! მათ სასჯელი გამოუტანეს - ერთწლიანი პირობითი მსჯავრი! იმედი მაქვს, ამ კაცმა გააცნობიერა თავისი შეცდომა და გულწრფელად მოინანია!“ - წერს ის.
ხუბუტიამ კი აღნიშნა, რომ ეს მისთვის „ყველაზე ჯოჯოხეთური და რთული წელი“ იყო. მას აღარ სურდა ამ საკითხზე საუბარი და აპირებდა, რომ ეს „ცუდი სიზმარივით“ დაევიწყებინა.
შემდეგ ის ახალ წელს თავის მეუღლესთან - ეკა ჯანაშიასთან და უმცროს ვაჟთან ერთად შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად განქორწინდა, ბოლო პერიოდში ხშირად არიან ერთად.


რამდენიმე დღის წინ კი ბიზნესმენმა მაინც გადაწყვიტა ვიდეომიმართვის ჩაწერა. ვრცელი ვიდეომიმართვიდან მცირე ამონარიდს გთავაზობთ:
- მთელი ნახევარი წელი ვდუმდი, მაგრამ არსებობს ჟურნალისტური გამოძიება, რომლის დამალვაც შეუძლებელია, და მალე ყველა, ვისაც ეს აინტერესებს, გაიგებს სიმართლეს. მინდა მადლობა ვუთხრა მამაკაცებს, ქალებს, გოგოებს, რომლებიც რეალურად ხვდებოდნენ, რომ ეს არ არის სიმართლე. მამაკაცები მხარს მიჭერდნენ, გადმომცემდნენ, რომ მისთვის უნდა გადამეხადა. ჩემმა ერთმა მეგობარმა, სერგეიმ, მანქანის საბარგულით ფულიც კი მომიტანა - 100 მილიონი, რომელსაც ის ითხოვდა. ჯერ 200 მილიონი უნდოდა, მერე ას მილიონზე ჩამოვიდა. რაკი დაიწყო, ბოლომდე წავა და რად გინდა ეს სიბინძურეო, მეუბნებოდა სერგეი. თუმცა მე არ ვიყავი თანახმა. მან ვიღაც დამნაშავესთან, ორგზის ნასამართლევ ვინმე ალიოხინთან ერთად მოქმედებს და რომც მქონოდა ეს ფული, მათ მაინც არ მივცემდი.
ხუბუტია ასევე აფრთხილებს მამაკაცებს:
- კაცებო, თუ ქალები დაბალი სოციალური პასუხისმგებლობით, გამოგიგზავნიან რაღაც საჭმელს, ჩაის, სასმელს, ბალახეულს, არ მიეკაროთ, რადგან ჯადო რეალურად არსებობს და მოქმედებს, თუმცა არა ძლიერ ადამიანებზე. კიდევ კარგი, მორწმუნე ვარ და ჩემზე ამან არ იმოქმედა. მათ ჩემი მოკვლა უნდოდათ, რომ ქონება მცირეწლოვან ბავშვს დარჩენოდა. ჟურნალისტური გამოძიებაა და იქ არის ყველაფერი ნათქვამი. ზუსტად ისე, როგორც ის მოექცა თავის ყოფილს. რომ ამბობს, თითქოს ცოლიანი მამაკაცები მისთვის ტაბუა, სინამდვილეში მან ოჯახი დაუნგრია აწგანსვანებულ კარენ ჩაროკიანს და თავისი ჯადოებით საფლავამდეც მიიყვანა. ბინის გამოძალვა უნდოდა, თუმცა კარენის ვაჟი ჩაერია და არ გამოუვიდა.
ჩემი მოკვლაც რომ უნდოდათ ამ რაღაც სასმელებით, და მერე ქონებაც წაერთმიათ, ესეც ფაქტია... იმ თავის ალიოხინთან ერთად უნდოდა, დიდი ხნით ჩავესვი ციხეში.
სულელმა ქალმა რაღაცას მიაღწია ცხოვრებაში, ვერ შეიშნოვა და ახლა მკითხავებთან დადის, რომ მიიღოს, რაც უნდა.
ონლაინ მომხმარებლები თვლიან, რომ ეს სასჯელი მკვლელობის მცდელობისთვის არასაკმარისია. „ოჯახები და ქალები რუსეთში წარმატებით არიან დაცულნი. გოგოებო, გააჩინეთ მეტი შვილი მიხეილ ხუბუტიასგან; მას იარაღის დიდი კოლექცია აქვს“, „ნაჯახით დაედევნეთ ქალებს!“ - ეს რუსული სასამართლოს პირდაპირი რჩევაა. ეს „ხუმრობა“ მიხეილ ხუბუტიას მხოლოდ ერთი წელი პირობითი სასჯელი დაუჯდა", „შესაძლებლობების ქვეყანა!“ - წერენ ინტერნეტში.
ვანის თქმით, ის და ხუბუტია 2024 წლის დეკემბერში დაშორდნენ რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მან მუქარა დაიწყო. თავად ხუბუტია სასამართლო პროცესის დროს შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, რომლის მოხსნასაც ითხოვდა და ამბობდა, რომ თავს ცუდ ადამიანად არ თვლიდა.

ვანთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, მიხეილ ხუბუტიამ განაცხადა, რომ ეს წმინდა „ფინანსური პარტნიორობა“ იყო: მისი თქმით, იულია ერთი პაემნისთვის 10 000 რუბლს ითხოვდა, მოგვიანებით კი თვეში 1 მილიონი რუბლის ღირებულების პაკეტურ მომსახურებას სთავაზობდა.
ცნობისათვის, იულია ვანი ჩაის სახლის Van Tea-ს მფლობელია.

ზუგდიდში დაბადებული 68 წლის მიხეილ ხუბუტია 1990-იანი წლებიდან რუსეთში ცხოვრობს. იქვე ააწყო ბიზნესი და კარიერა რუსეთის მთავრობაში. პუტინისტ ბიზნესმენად მიიჩნევა და მილიონერებს შორის მოიხსენიებენ. 1999 წლიდან 2001 წლამდე ის მოსკოვის ოლქის ვაჭრობის მინისტრის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებდა. იარაღის ბიზნესითა და უძრავი ქონების განვითარებით არის დაკავებული.
ოფიციალურად ჰყავდა მეუღლე - ეკა ჯანაშია, რომელზეც ოფიციალურად განქორწინებულია.

ქორწილიდან მალევე წყვილს ორი ვაჟი გაუჩნდა - ნიკოლოზი და ილია.

2018 წელს მათ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა - ხუბუტიას 26 წლის ვაჟმა თავი მოიკლა.

2020 წელს ბიზნესმენს მესამე შვილი შეეძინა მეუღლესთან - დავითი, რომელიც მშობლებისთვის ცხოვრების სტიმულად იქცა, დიდი ტრაგედიის შემდეგ.